მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი რაფინიას ცენტრფორვარდად თამაშით გაოცებულია

ლუის სუარესი რაფინიას ცენტრფორვარდად თამაშით გაოცებულია

მოკლედ
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა რაფინიას ახალ პოზიციაზე თამაში შეაფასა. ურუგვაელმა ლამინ იამალისა და ლიონელ მესის შედარებაზე, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებსა და კატალონიური კლუბიდან საკუთარ წასვლაზეც ისაუბრა.

“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა რადიოგადაცემა “Tot Costa”-სთან ინტერვიუში კატალონიური კლუბის შესახებ ისაუბრა. როგორც Mundo Deportivo წერს, ურუგვაელმა განსაკუთრებული ყურადღება რაფინიას დაუთმო, რომელიც ბოლო პერიოდში ცენტრფორვარდის პოზიციაზე წარმატებით თამაშობს.

“მაკვირვებს, რადგან ეს მისი ბუნებრივი პოზიცია არ არის. თუმცა მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გასაკვირი არაფერია”.

სუარესის აზრით, “ბარსელონას” სწრაფი, ჭკვიანი და შეტევების კარგად დამასრულებელი ფეხბურთელი სჭირდებოდა, რომელიც ცრუ ცხრიანის ფუნქციას შეასრულებდა. რაფინიამ ამ როლს შესანიშნავად გაართვა თავი და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

ურუგვაელმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ხასიათით რაფინია მას ჰგავს. თანამედროვე თავდამსხმელებიდან კი ჰარი კეინი გამოარჩია, თუმცა სხვადასხვა თაობის ფეხბურთელების შედარებას არ მიესალმება.

სუარესი ლამინ იამალისა და ლიონელ მესის შედარებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, 19 წლის ფეხბურთელის შედარება 39 წლის მესისთან, რომელმაც ყველაფერი მოიგო, ნაადრევია.

“ლეოს მიღწევების გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება”.

სუარესმა საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა. ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით თავდაპირველად ფლანგზე თამაშობდა, რადგან მესი ცრუ ცხრიანის პოზიციას იკავებდა. ვითარება “აიაქსთან” სტუმრად გამართული მატჩის დროს შეიცვალა, როდესაც მესიმ მას ცენტრში დარჩენა სთხოვა.

ყოფილმა თავდამსხმელმა მესისა და ნეიმართან შექმნილი MSN-ის ტრიოც გაიხსენა. მისი თქმით, ამ სამეულის წარმატების მთავარი მიზეზი ეგოიზმის არარსებობა და ურთიერთგაგება იყო. სუარესმა დაადასტურა, რომ ნეიმარის გუნდში დასატოვებლად ყველაფერი სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

სუარესი იმედოვნებს, რომ “ბარსელონა” მეექვსე ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. მისი შეფასებით, გუნდს ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია, თუმცა სეზონის ბოლომდე მაღალი დონის შენარჩუნება აუცილებელია. მაგალითად 2019 წელი მოიყვანა, როდესაც კატალონიელები სამივე ტიტულის მოგებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ლა ლიგაში გაიმარჯვეს.

რაც შეეხება 2020 წელს “ბარსელონადან” მტკივნეულ წასვლას, სუარესის თქმით, წყენა უკვე წარსულს ჩაბარდა. ის მადლიერია როგორც კატალონიური კლუბის, ისე “ატლეტიკოსი”, რომელმაც მაშინ გულთბილად მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი