მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილიარეალის მწვრთნელი ლამინ იამალზე: ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელიც სხვაობას ქმნის

ვილიარეალის მწვრთნელი ლამინ იამალზე: ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელიც სხვაობას ქმნის

მატჩის დრო: 22 ნოემბერი, 17:00
მოკლედ
"ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა ინიგო პერესმა ლამინ იამალი განსაკუთრებულ ფეხბურთელად დაახასიათა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი ყოველწლიურად ვითარდება. მან "ბარსელონასთან" მატჩისთვის საკუთარი გუნდის გეგმაზეც ისაუბრა.

“ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა ინიგო პერესმა “ბარსელონასთან” მატჩის წინ ლამინ იამალის შესაძლებლობები შეაფასა და კატალონიური გუნდის წინააღმდეგ სათამაშო გეგმაზე ისაუბრა.

როგორც Mundo Deportivo წერს, პერესმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 19 წლის გარემარბის განვითარებაზე.

“აშკარაა, რომ ლამინ იამალი განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელიც სხვაობას ქმნის.”

მწვრთნელის თქმით, იამალთან რამდენჯერმე დაპირისპირების შემდეგ შეამჩნია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარ თამაშს მუდმივად ახალ ელემენტებს მატებს. ახლა მას ისეთი პოზიციების დაკავებაც შეუძლია, რომლებსაც ადრე ნაკლებად იყენებდა.

მიუხედავად ამისა, პერესი მიიჩნევს, რომ “ვილიარეალის” დაცვამ ყურადღება მხოლოდ იამალზე არ უნდა გაამახვილოს.

“არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ მასზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.”

მწვრთნელმა განმარტა, რომ მარცხენა მცველებს იამალის წინააღმდეგ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, თუმცა მისი შეჩერება მხოლოდ დაცვითი მოქმედებებით შეუძლებელი იქნება. პერესის აზრით, გამარჯვებისთვის აუცილებელია როგორც საიმედო დაცვა, ისე კიდევ უფრო აქტიური შეტევა.

“ვილიარეალის” თავკაცმა “ბარსელონას” სათამაშო სტილიც გააანალიზა. მისი თქმით, კატალონიელებს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ, მრავალი გოლი გააქვთ და სწრაფი კონტრშეტევებით გამოირჩევიან. ამიტომ სტუმრებმა მეტოქე საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს უნდა შეაკავონ.

პერესი მიიჩნევს, რომ “კამპ ნოუზე” საკუთარ საჯარიმოში ღრმად დაცვა კომფორტული ვერ იქნება. შესაბამისად, “ვილიარეალი” შეეცდება, მეტოქეს მოედნის მაღალ ზონებშიც შეუქმნას პრობლემები.

მწვრთნელმა ისაუბრა გუნდის განწყობაზეც. მისი შეფასებით, ჩემპიონატის ლიდერთან სტუმრად თამაში რთული გამოწვევაა, თუმცა ამ შეხვედრას საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსად განიხილავს.

“ეს მატჩი შესაძლებლობაა და არა დაბრკოლება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი