მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ – „ესპანიოლი“. ენრიკე მატჩის შემდეგ

„ბარსელონა“ – „ესპანიოლი“. ენრიკე მატჩის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლა ლიგის XVI ტურში “ესპანიოლთან” გამარჯვების შემდეგ (4:1), კომენტარი გააკეთა. 

“დაუჯერებელია ის, რასაც ლიონელ მესი აკეთებს, ჩვენ ამას უკვე შევეჩვიეთ. ეს ყელაფერი “კამპ ნოუზე” 15 დღეში ერთხელ ხდება. “ესპანიოლთან” მატჩი? “ბარსელონამ” მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ჩვენი მეტოქე თავს შესანიშნავად იცავდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. მოთამაშეებისთვის სულაც არ იყო ადვილი მსგავსი ბარიერის გადალახვა. პირველ ნახევარში “ესპანიოლის” კარში შეტევის განხორციელება გვიჭირდა, თუმცა მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ნამდვილი კლასი აჩვენეს. 

ძალიან ხშირად ვთამაშობთ ისეთი კლუბების წინააღმდეგ, რომლებიც ძირითად აქცენტს დაცვაზე აკეთებენ, ხოლო როდესაც გვიტევენ “ბარსელონა” ცდილობს თავისუფალი ზონა იპოვოს და ბურთიც იქ გაგზავნოს. ყოველივე ამისთვის შესაბამისი მოთამაშეები გვყავს.” – განაცხადა, ენრიკემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • tigresa
    schedule 19 დეკ 2016, 17:18

    ციტატა: smd_barca
    ლუჩო აბა შენიცი მეორე წრე ჩვენია!! შარშან პირველ წრეში ჩვენც რეალის ნაირ პორმაში ვიყავით მარა ბოლომდე ვერგავქაჩეთ და ვერც რეალი გაქაჩავს დაეწყება ჩავარდნა მარტში ან აპრილში.. და რაკიტიჩს რატო აღარ ათამაშებს რაუნდა ტო


    ეგრე ვფიქრობ მეც, დაკვირვებული ვარ რომ გუნდი, რომელიც ერთ წრეს მაგრად ჩაატარებს, მეორეში ბოლომდე ძალა აღარ ყოფნის, ასე ჯობდა მომხდარიყო, ეხლა შევიდნენ ფორმაში ბიჭები და აწი უფრთხოდნენ ბარსას:)

  • smd_barca
    schedule 19 დეკ 2016, 16:53

    ლუჩო აბა შენიცი მეორე წრე ჩვენია!! შარშან პირველ წრეში ჩვენც რეალის ნაირ პორმაში ვიყავით მარა ბოლომდე ვერგავქაჩეთ და ვერც რეალი გაქაჩავს დაეწყება ჩავარდნა მარტში ან აპრილში.. და რაკიტიჩს რატო აღარ ათამაშებს რაუნდა ტო

  • messi_iniesta
    schedule 19 დეკ 2016, 16:32

    lucho meore wre unda daglijo.yvela da yvelaperi miwastan unda gaasworo rogorc 14-15 wlebshi qeni