მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესი: “აბსოლუტურად ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ახალ კონტრაქტს ლეოც გააფორმებს”

სუარესი: “აბსოლუტურად ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ახალ კონტრაქტს ლეოც გააფორმებს”

ახლო წარსულში ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი, ლუის სუარესი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ურუგვაელის ახალი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

ლუის სუარესმა პარტნიორ ლიონელ მესის, ხელშეკრულების გახანგრძლივებისკენ მოუწოდა. არგენტინელის მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში იწურება.

“აბსოლუტურად ბედნიერი იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ “ბარსელონასთან” კონტრაქტს მესიც გაახანგრძლივებს, მაგრამ ჩემი ახალი ხელშეკრულება ლეოსთვის გზავნილი არ არის. ის საკმარისად ზრდასრულია იმისთვის, რომ იცოდეს, თუ რა არის მისთვის კარგი.” – განაცხადა სუარესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში