კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის მატჩში, “ოსასუნას” წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა (3:0).
29 წლის არგენტინელს პამპლონური გუნდის კარში უკვე 21 გოლი დაუგროვდა.
მადრიდის “რეალის”, “ატლეტიკოს”, “ვალენსიასა” და “სევილიას” შემდეგ “ოსასუნა” მე-5 გუნდია, რომელსაც მესიმ 20 ან მეტი გოლი გაუტანა.
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სესილიო პერეს გონსალესი 130-ე მეკარე გახდა, რომლის კარიც “ალბისელესტეს” კაპიტანმა აიღო.
ლიონელ მესის ყველაზე მეტი გოლი დიეგო ალვესის (20), იკერ კასილიასისა (17) და გორკა ირაისოსის (16) წინააღმდეგ აქვს გატანილი.



