კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის მატჩში, “ოსასუნას” წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა.
დღევანდელი შეხვედრა არგენტინელი ფორვარდისთვის 550-ეა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში. ჩატარებული მატჩების რაოდენობით 29 წლის ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში მე-4 ადგილს იკავებს. ლიონელ მესიმ ბერნარდო ბიანკეტის გადაასწრო (549).
“ალბისელესტეს” კაპიტანზე მაღლა მხოლოდ კარლეს პუიოლი (593), ანდრეს ინიესტა (605) და ჩავი ერნანდესი (767) დგანან.



