workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ოსასუნა” – “ბარსელონა” (პრევიუ)

“ოსასუნა” – “ბარსელონა” (პრევიუ)

დღეს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურში, ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “ოსასუნა” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა სტადიონ “ელ სადარზე” თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი ესპანელი ხუან მარტინესი იქნება.

“ბარსელონას” განაცხადი ასეთია: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი, დენისი, არდა, ინიესტა, სუარესი, მესი, რაფინია, მასკერანო, პაკო, ალბა, დინი, ს.რობერტო, ანდრე გომეში და სამუელ უმტიტი.

ნეიმარ და სილვა პამპლონაში დისკვალიფიკაციის გამო არ გაემგზავრება.  დაზიანებული მატიეც ბარსელონაში რჩება. ასევე, განაცხადს მიღმა აღმოჩნდნენ ალეიშ ვიდალი და მასიპი. ამჟამად ოსასუნა მე-20 ადგილს იკავებს, რაც დამამშვიდებელი ფაქტორია. მათი დამარცხება არაოპტიმალური შემადგენლობითაც არის შესაძლებელი.

სატურნირო ცხრილში “ბარსელონა” მეორე ადგილს იკავებს. ლუის ენრიკეს კოლექტივი მადრიდის “რეალს” 6 ქულით ჩამორჩება, შესაბამისად გამარჯვება აუცილებელია. “ოსასუნას” სტადიონზე ჩატარებულ ბოლო 3 შეხვედრაში, კატალონიურმა კლუბმა მხოლოდ 1-ჯერ მოიგო (1 ფრე, 1 წაგება). უნდა აღინიშნოს “ბლაუგრანას” მოუგებელი სერია ლა ლიგაში. ეს ყველაფერი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ დღეს გარანტირებული არაფერია.

ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს (10). მას ლიონელ მესი და ლუის სუარესი მოსდევენ. აუტსაიდერთან გასამართი მატჩი “ბარსელონას” თავდამსხმელებისთვის პირველ ადგილზე გადანაცვლების შანსია.
“ბარსელონას” მიერ ჩატარებული უკანასკნელი მატჩი შთამბეჭდავი გამოდგა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა “კამპ ნოუზე” “გლადბახი” დაამარცხეს (4:0) და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 15 ქულით დაასრულეს.  

უნდა აღინიშნოს არდა თურანის გამოსვლა, რომელმაც გერმანელების კარში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. თურქი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. თავის გამოჩენა ლიონელ მესიმაც მოახერხა, რომელმაც ტურნირის საწყისი ეტაპი 10 გოლით დაასრულა.

“ბარსელონას” შემადგენლობა “გლადბახის” წინააღმდეგ: სილესენი, ვიდალი, მასკერანო, უმტიტი, დინი, გომეში, ინიესტა (რაფინია 61′), თურანი (კარდონა 74′), მესი, ალკასერი, დენისი.

ლუის ენრიკე მატჩის წინ:
“შეხვედრის პირველივე წუთებიდან შესანიშნავად უნდა ვითამაშოთ. კარგი სტარტია საჭირო. ბურთთან მუშაობისას ეფექტურები უნდა ვიყოთ. “ოსასუნას” გამარჯვება ისევე ესაჭიროება, როგორც ჩვენ. ლიდერს 6 ქულით ჩამოვრჩებით. უჩვეულოა, რომ მატჩი ასე ადრე დაიწყება. ყოველ დილით 11 საათზე ვვარჯიშობთ, ასე რომ განსხვავება არც თუ ისე დიდია.”

“ოსასუნას” 4 მატჩიანი წაგებათა სერია აქვს. ბოლოს ხოაკინ კაპაროსის შეგირდებმა გამარჯვება 10 ნოემბერს, “ეიბართან” გამართულ შეხვედრაში მოიპოვეს (4:0).

“ბარსელონას” ბოლო 5 შეხვედრა

06/12/16 -“ბარსელონა” 4:0 “გლადბახი” 
03/12/16 – “ბარსელონა” 1:1 “რეალი” 
01/12/16 – “ერკულესი” 1:1 “ბარსელონა”
27/11/16 – “სოსიედადი” 1:1 “ბარსელონა”
23/11/16 – “სელტიკი” 0:2 “ბარსელონა”

ურთიერთშეხვედრები

16/03/14 – “ბარსელონა” 7:0 “ოსასუნა”
19/10/13 – “ოსასუნა” 0:0 “ბარსელონა”
27/01/13 – “ბარსელონა” 5:1 “ოსასუნა”
28/08/12 – “ოსასუნა” 1:2 “ბარსელონა”
11/02/12 – “ოსასუნა” 3:2 “ბარსელონა”

სავარაუდო შემადგენლობები

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward