“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ის 18 ფეხბურთლი დაასახელა, რომლებიც “ოსასუნასთან” დღეს გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ. გუნდები ერთმანეთს პამპლონაში, სტადიონ “ელ სადარზე”, თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
ლუის ენრიკემ “ოსასუნასთან” დაპირისპირება მოიხსენია, როგორც – არაორდინალური. კატალონიურ კლუბს მადრიდის “რეალთან” სხვაობის 3 ქულამდე შესამცირებლად (სანამ სამეფო კლუბი “დეპორტივოსთან” მატჩს გამართავს) გამარჯვება ესაჭიროება.
ნეიმარ და სილვა პამპლონაში დისკვალიფიკაციის გამო არ გაემგზავრა. სავალდებულო შესვენება ბრაზილიელს ძალების მოკრებაში დაეხმარება. როგორც იცით, “ბლაუგრანას” შემტევს ბოლო დროს კუნთის დაღლილობა აწუხებდა, მას ასევე დისკვალიფიკაციაც აქვს. დაზიანებული მატიეც სახლში რჩება. ასევე, განაცხადს მიღმა აღმოჩნდნენ ალეიშ ვიდალი და მასიპიც.
განაცხადი ასეთია: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, სერხიო, დენისი, არდა, ინიესტა, სუარესი, მესი, რაფინია, მასკერანო, პაკო, ალბა, დინი, რობერტო, გომეში და უმტიტი.




სტეგო მასკე უმტი პიქე ალბა რაკეტა ბუსი ინი მესი სუა არდა დააყენე ენრიქე ბოლოსდა ბოლოს ასე იბიომატ
ვიდალიი რატოოოო არაა რატოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

vidalma da turanma gladbaxtan yvelas ajobes
ernike magari yl… aris vidali ratom ar dayena
კაი რა ენრიკე რა რატო არ შეიყვანა ვიდალი განაცხადში. მეცოდება ეგ ბიჭი არადა რა მაგრად ითამაშა წინა თამაში