“ლივერპულის” ლიდერმა, ფილიპე კოუტინიომ, რომელიც ამჟამად “წითლებთა” ლაზარეთში იმყოფება, “ბარსელონას” თავდამსხმელთა მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ახლო წარსულში კატალონიურ კლუბს არაერთხელ დაუკავშირეს, როგორც ანდრეს ინიესტას შემცვლელი.
“ვფიქრობ, რომ MSN მსოფლიოში საუკეთესოა. ერთი მათგანი სწრაფია, მეორეს მოედნის შესანიშნავი ხედვა და ტექნიკა აქვს, ხოლო მესამეს კი ბომბარდირის თვისებები. ფაქტობრივად, ისინი ერთმანეთს ავსებენ.
ცხადია, არსებობენ სხვა დიდი ფეხბურთელებიც. მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ “რეალში”, მაგრამ ეს სამი (მესი, სუარესი და ნეიმარი) ერთმანეთს უფრო უკეთესად ავსებს, ვიდრე სხვები.” – განაცხადა კოუტინიომ FourFourTwo-სთან ინტერვიუში.