"მანჩესტერის" წარმომადგენლები ბარსელონაში ჩაფრინდნენ

"მანჩესტერის" წარმომადგენლები ბარსელონაში ჩაფრინდნენ

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" თავდამსხმელის, პედრო როდრიგესის ტრანსფერის დაჩქარებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ესპანური AS ავრცელებს.

ინგლისური კლუბის წარმომადგენლები კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებების გასამართად უკვე გაემგზავრნენ ესპანეთში. "ბარსელონას" ფეხბურთელის გაყიდვას 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

პედროს დედამ უკვე დაადასტურა, რომ ფეხბურთელი ინგლისში გადადის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.