ლაპორტა: პოგბას ამდენი არ მოუთხოვია

ლაპორტა: პოგბას ამდენი არ მოუთხოვია

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატის ჟუან ლაპორტას განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პოლ ბოგბამ ბარსელონასგან გასამრჯელოდ წელიწადში 12 მილიონი ევრო მოითხოვა.

"პოგბას 12 მილიონი ნამდვილად არ მოუთხოვია, თუმცა ამ ეტაპზე არ ვაპირებ კონტრაქტის დეტალებზე საჯაროდ საუბარს, მითუმეტეს, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებები მხოლოდ საწყის ეტაპზეა.ფეხბურთელები, რომლებიც მე აქამდე შემიძენია, ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ კლუბის ფინანსურ მდგომარეობას და იმავე პოლიტიკის გაგრძელებას ვაპირებ მომავალშიც.კლუბში ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის და საღი აზრის წინააღმდეგ წასვლა არ იქნებოდა კარგი იდეა" - განაცხადა ლაპორტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.