ლაპორტამ სოლერი და ბრაიდა გააკრიტიკა

ლაპორტამ სოლერი და ბრაიდა გააკრიტიკა

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ხუან ლაპორტამ ალბერტ სოლერი და არიედო ბრაიდა ტურინში ვიზიტის გამო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ისინი "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით შეხვდენენ. მათ პოგბას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა იტალიელებმა უარით გამოისტუმრეს.

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობასთან სოლერისა და ბრაიდას შეხვედრა სასაცილო იყო, ამ ფაქტმა კლუბზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. სოლერი მოვალეობის შემსრულებელია, მან მსოფლიო ფეხბურთი არ იცის. მთავარი ფიგურა ამ საკითხში ფრანგის აგენტი მინო რაიოლაა. "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას პატივს ვცემ, მაგრამ თუ ისინი პოგბას ტრანსფერით დაინტერესებულნი არიან, მაშინ აუცილებელი იყო სხვაგვარი მოქმედება." - ციტირებს მორატას სიტყვებს Cadena Ser.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.