"ბარსელონა" და "იუვენტუსი" პოგბას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

"ბარსელონა" და "იუვენტუსი" პოგბას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

დღეს, "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლებს შორის, პოლ პოგბას ტრანსფერის თაობაზე, მოლაპარაკება გაიმართა. Sport-ის ცნობით, კატალონიურმა და ტურინულმა კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

თუ ესპანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ტურინელთა წარმომადგენელმა, ჯუზეპე მორატამ "ბარსას" სპორტულ დირექტორს, არიედო ბრაიდას განუცხადა, რომ "ბებერი სინიორა" პოგბას ამ ზაფხულში გაყიდვას არ გეგმავს. თუმცა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფრანგი ნახევარმცველი კატალონიურ კლუბს 2016 წლის ზაფხულში შეუერთდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს და ყველაფერი მას შემდეგ დასრულდება, რაც "ბარსელონას" ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.