პუიოლი: “მესი ისტორიაში საუკეთესოა”

პუიოლი: “მესი ისტორიაში საუკეთესოა”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” თავკაცობს, საუკეთესო მწვრთნელია ვისი ხელმძღვანელობის ქვეშაც ოდესმე უმუშავია.

“გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია. გული მწყდება, რომ ლუის ენრიკეს ეპოქას ვერ მოვესწარი. მას ძმად მივიჩნევ. ორივეს ერთნაირი საფეხბურთო ფილოსოფია აქვს. აგრეთვე გამოვარჩევდი ვან გაალსა და რაიკაარდს.

მესი ფეხბურთის ისტორიაში ნომერ პირველია. ამას ყოველთვის ამტკიცებს. მთელი ათწლეულის განმავლობაში შეუდარებლად თამაშობს. ვფიქრობ ის კიდევ არაერთი სეზონის განმავლობაში იქნება მოწინავე ადგილას. გამოვარჩევდი ინიესტასაც, როგორც ერთ-ერთ საუკეთესოს.” – ციტირებს პუიოლს Golden Foot.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია