ბარსელონა 2021

ბარსელონა 2021

ბარსელონას პრეზიდენტად აუცილებლად უნდა ვიხილოთ ლაპორტა რადგან გამოცდილია როგორ მენეჯმენტში,ასევე ბარსას ფილოსოფიაში.მთავარი მწვრთნელის ადგილზე არ არის ბევრი ვარიანტი,იდეალური იქნებოდა ხოსეპ გვარდიოლა მაგრამ ჩემი აზრით კუმანი კარგი ვარიანტია,მას შეუძლია კლუბში მთავარი რამის დაბრუნება-მენტალიტეტის და სიმკაცრის რომელიც ბოლო 4 წელია უგზოუკლოდ გაქრა გუნდიდან.კუმანი მონაწილეა 1992 წლის ბარსელონადან და კარგად აქვს გააზრებული იოჰან კრუიფის იდეოლოგია.გუნდი უნდა შეეჩვიოს რაც შეიძლება ნაკლების ხარჯვას და ამაში “ბარსა ბ” დაეხმარებათ,ბევრი მომავალი ტალანტი იზრდება,მაგრამ ჩემთვის ფავორიტები არიან-ჰიროკი,რიკი პუჩი,მონჩუ,არაუხო,კოლადო და მორერი.მაგრამ ამ ფეხბურთელებზე დაყრდნობა ჯერ არ შეიძლება იმიტომ რომ ჯერ არ არიან შეჩვეულნი მაღალ ტემპში თამაშს,მაგრამ კლუბს მომავლისთვის საჭირო იქნება მათთვის დროის მიცემა.ძირითად გუნდს კი 4-2-3-1 ვხედავ:ტერ შტეგენი,ალბა,პიკე(თუ ახალი მცველი არ შეიძინა გუნდმა),ლენგლე,სემედუ,საყრდენ ზონაში პიანიჩი და დე იონგი,ფატი/დემბელე ექნებათ მარცხენა ფლანგზე კონკურენცია,ცენტრში კოუტინიო,მარჯვენა ფლანგზე მესი,ხოლო ფორვარდად გრიზმანი/დეპაი,მაგრამ ამ ბოლო ხსენებულებიდან არცერთია ტიპიური 9-იანი და ესეც ერთი პრობლემაა გუნდში.ბარსელონას სჭირდება აუცილებლად ახალი დაცვა და არის ვარიანტები ტელეში,ტალიაფიკო,დე ვრაი,გარსია,დე ლიხტი… გუნდი ძველ დიდებას აუცილებლად დაიბრუნებს თუ ეყოლებათ მოტივატორი და მენტალიტეტი ფეხბურთელები და მწვრთნელი გუნდში,ფილოსოფია კი ნელნელა მახინჯდება მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო რადგან ცვლილებები ყველგან და ყოველთვის საჭიროა, მთავარია წარსული არ დავივიწყოთ და საიდან მოვდივართ <3                                                  -ნიკა თომაძე

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია