მესი, პიკე და აგუერო Golden Foot-ისთვის იბრძოლებენ

მესი, პიკე და აგუერო Golden Foot-ისთვის იბრძოლებენ

Golden Foot-ის 2021 წლის ნომინანტთა სია ცნობილია.

ეს არის ჯილდო, რომელიც ფეხბურთელებს განვლილი კარიერის მიხედვით გადაეცემათ. გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, ფეხბურთელი მინიმუმ 28 წლის იყოს და მას კარიერა დასრულებული არ ჰქონდეს.

ნომინანტებს სპორტული ჟურნალისტები ავლენენ, მათ შორის გამარჯვებული კი ინტერნეტ გამოკითხვით ირკვევა.

2021 წლის კანდიდატთან შორის ჟერარ პიკე, ლიონელ მესი და სერხიო აგუერო მოხვდნენ. ჯილდოსთვის იბრძოლებს “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ნეიმარიც. ნომინანტთა შორის ასევე არიან მოჰამედ სალაჰი, სერხიო რამოსი, რომელუ ლუკაკუ, რობერტ ლევანდოვსკი, ქარიმ ბენზემა და ჯორჯო კიელინი.

Golden Foot ფეხბურთელებს 2003 წლიდან გადაეცემათ. პირველი გამარჯვებული რობერტო ბაჯო იყო, გასულ წელს კი ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა. “ბარსელონას” ფეხბურთელებიდან ეს ჯილდო რონალდოს (2006), რონალდინიოს (2009), იბრაჰიმოვიჩს (2012), ინიესტასა (2014) და ეტო’ოს (2015) მიუღიათ. მათგან იმ დროს “ბარსას” მოთამაშე მხოლოდ ინიესტა იყო, დანარჩენები კი სხვა გუნდებში თამაშობდნენ.

ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

  • azulgerana
    13 აგვ 2021, 19:50

    პიკემ უნდა მოიგოს წესით 😁

  • JasoN
    13 აგვ 2021, 17:07

    https://youtu.be/X0PI1P9p2O8 აი რა დავკარგეთ… ყველამ კარგად ვიცით რაც დავკარგეთ მაგრამ გამეორება არ გვავნებს თუმცა ნერვებს კიდევ ერთხელ დაგვაწყვეტავს(((( დღემდე ვერ დამიჯერებია რაც დაგვემართა და ვერც ვერასოდეს ვერ დავიჯერებ… ბოღმა მახრჩობს !!!

  • C.PC5
    13 აგვ 2021, 16:23

    ჩავის რატო არ მისცეს ვისზე ნაკლები კარიერა ჰქონდა? თუნდაც 2015ში მეტი რა ექნა, დიდ ფეხბურთში დაასრულა მოღვაწეობა და მეორე ტრებლიც გაიფორმა, ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს კაცმა რომ მოიგოს ეგ ჯილდო? ახლა ვინცაა ამ სიაში სულ ორი კანდიდატია რეალური. მაგრამ ლეო სერხიო ნათრევს მაინც იოლად მოუვლის.

  • La Pulga10
    13 აგვ 2021, 16:12

    აქ ვინცაა დასახელებული საერთოდ დაფიქრებაც არ ღირს.სალაჰს,რომ მისცენ თუ გამიკვირდეს.

  • M10 S9 D11
    13 აგვ 2021, 15:58

    მესისისა უეჭველი

  • nika 54
    13 აგვ 2021, 15:55

    რავიცი ესეც თუ არ მიიღო ლეომ რომელ ოქროს ბურთზეა ლაპარაკი.