რონალდინიო: "კოუტინიო "ბარსას" იდეალურად შეეწყობოდა"

რონალდინიო: "კოუტინიო "ბარსას" იდეალურად შეეწყობოდა"

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც ამჟამად მექსიკურ "კერეტაროში" თამაშობს, აცხადებს, რომ "ლივერპულის" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო კატალონიური კლუბისთვის შესანიშნავი ვარიანტია.

"კოუტინიომ დიდებული სეზონი ჩაატარა. ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფილიპე თამაშობდა გუნდში, რომელმაც წარმატებებს ვერ მიაღწია, ეს მის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის.

"ბარსელონასა" და კოუტინიოზე საუბრის უფლება არ მაქვს, თუმცა ვიცი, როგორი თვისებების მქონე მოთამაშე სჭირდება კატალონიურ კლუბს, კოუტინიო კი ის ფეხბურთელია, რომელსაც "ბარსა" ეძებს. 

ჩავიმ წასვლა დაადასტურა, ინიესტა კი უკვე 30 წლისაა - ამას ყურადღება უნდა მიექცეს. ასე რომ, ვფიქრობ, "ბარსელონა" და კოუტინიო იდეალურად შეეწყობოდნენ ერთმანეთს.

როდესაც დიდებულ ფეხბურთელებთან თამაშობ, უკეთესი ხდები. "ბარსელონაში" კოუტინიო არა მხოლოდ ტიტულებს მოიგებს, არამედ ითამშებს ნეიმართან, მესისთან, სუარესსა და ინიესტასთან ერთად, რაც მას უკეთეს ფეხბურთელად აქცევს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.