კატალონიის “ბარსელონას” მცველი, სერჟი რობერტო, მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტთა შორის, პირველ ადგილს იკავებს.
სერჟი რობერტოს მიერ გაკეთენული 5 საგოლე გადაცემა იმაზე მიუთითებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს, როგორც დაცვის, ასევე შეტევის ფუნქციების შესრულება შეუძლია.
“სპორტინგთან” მატჩში, რომელიც “ბარსელონამ” 5:0 მოიგო, მან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და კინაღამ ასისტთა ჰეთ თრიკი გაიფორმა, რომ არა პაკო ალკასერი.
საუკეთესო მეპასეთა სიაში ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი და დენის სუარესიც არიან (2). “ბარსელონა” ამ სტატისტიკითაც ჯაბნის მადრიდის “რეალს”.
საუკეთესო მეპასეთა ხუთეული ასეთია:
1. სერჟი რობერტო (“ბარსა”) – 5
2. პაბლო პიატი (“ესპანიოლი”) – 3
3. პაბლო სარაბია (“სევილია”) – 3
4. სამუ კასტილიეხო (“ვილიარეალი”) – 3
5. კევინ გამეირო (“ატლეტიკო”) – 3
მოგვესწრო ბიჭი