workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთ დროს ლამელამ “ბარსელონაში” გადასვლაზე უარი თქვა

ერთ დროს ლამელამ “ბარსელონაში” გადასვლაზე უარი თქვა

ლონდონის “ტოტენჰემისა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ერიკ ლამელამ ბევრისათვის უცნობი ისტორია გაიხსენა.

“ბარსელონასგან” შემოთავაზება მქონდა, თუმცა მე მაშინ “რივერ პლეიტში” დარჩენა გადავწყვიტე, რადგან ჩემი ოცნება ამ კლუბის პირველ გუნდში თამაში იყო.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გულშემატკივრებს ვუყვარდი. რა თქმა უნდა, ყოველთვის და ყველგანაა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც არ მოსწონთ. “რივერ პლეიტის” გულშემატკივრები კი ყოველთვის მხარში მედგნენ და ჩემი სჯეროდათ.” – აცხადებს ერიკ ლამელა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლამელას კატალონიის დედაქალაქში გადაბარგების წინააღმდეგი დედამისი იყო. მაშინ ერიკი მცირეწლოვანი იყო და მისი გაშვება მშობლებმა ვერ გარისკეს.

ეს კი პატარა ერიკ ლამელა “ბარსელონას” მაისურით

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward