სანდრო როსელი ბოლო წლებში მედიასთან ურთიერთობის მხრივ აქტიურობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, ბოლო დღეებში კი სიტუაცია შეიცვალა. მიზეზი ისაა, რომ როსელმა ქალაქ ბარსელონას მერობისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.
სანდრო “ბარსელონასთან” იმდენადაა დაკავშირებული, რომ მერის წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი ის ამ წარსულს გვერდს ვერ აუვლის. შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ როსელმა თავისი პრეზიდენტობის დროს მიღწეულ წარმატებებზე საუბარი დაიწყო. El Periodico-სთან საუბარი ნამდვილად საინტერესო გამოვიდა.
ინტერვიუდან ირკვევა, რომ ერთი რამ, რაშიც სანდრო როსელი ნამდვილად მართალია, არის ის, რომ მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს.
– დავუშვათ, ქალაქის მერობის კანდიდატი გახდით. ასეთ შემთხვევაში აქტივები, რაც შეგიძლიათ, ამომრჩევლებს შესთავაზოთ, არის თქვენს კომპანიებსა და “ბარსელონაში” მართვის გამოცდილება.
– სიმართლეა.
– როგორ ფიქრობთ, ჩანს “ბარსელონაში” თქვენს მიერ გაწეული სამუშაო?
– არ ჩანს, რადგან ეს სააშკარაოზე თავად არ გამომიტანია. ამისთვის არაფერი გამიკეთებია. მაგრამ თავმდაბლობის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ პირველი გუნდის ტიტულების, სხვა სექციების ტიტულების, მიღებული შემოსავლის, დატოვებული მემკვიდრეობისა და სოციალური აქტივობების გათვალისწინებით ჩემი პრეზიდენტობის 4 წელი საუკეთესო იყო. არსებობს ამის მონაცემები. ამაზე ყურადღება არასდროს გამიმახვილებია, მაგრამ ფაქტები ფაქტებია. შენ შეგიძლია თქვა: “მე არ მომწონს როსელი”, მაგრამ ჩემი მმართველობის დროინდელი ობიექტური მონაცემები შესწავლილი და “ბარსელონას” ოფიციალური ვებსაიტზე გამოქვეყნებულია.
– და რას ეტყვით მას, ვინც ამბობს, რომ თქვენ ხართ პრეზიდენტი, რომლის გამოც გვარდიოლა გუნდიდან წავიდა?
– ეს სიმართლე არაა. გვარდიოლამ და ფეხბურთელებმა აქტიურადაც და პასიურადაც განმარტეს, რომ დაპირისპირება მათ შორის არსებობდა. პრობლემა გასახდელში იყო.
– და რატომ არ იცავდით საკუთარ მმართველობას და ხსენებულ მონაცემებს აქამდე?
– იმიტომ, რომ მე საკუთარ თავს მართვას ვუძღვნი. დავიწყებ თუ არა განმარტებების მიცემას ახლა, თუ მერობაზე კენჭს ვიყრი? შესაძლოა, დროის 10% ამას დავუთმო. ახლა დროის 100% მართვისთვის მაქვს დათმობილი და 0% საუბრისთვის.
– გაკლიათ აღიარება?
– არა, რადგან იმის გათვალისწინებით, თუ რა გავაკეთე, ბედნიერი ვარ.
– და კლუბის ახლანდელი მდგომარეობა?
– არ მინდა, ამაში ჩავერიო. მე ჩემ 4 წელზე ვსაუბრობ.
– იმის გათვალისწინებით, რა ცოდნაც ახლა გაქვთ, იქნებოდით “ბარსელონას” პრეზიდენტი?
– დიახ, ეს პატივია.
– “კამპ ნოუზე” დადიხართ?
– არა.
– დაბრუნდებით?
– დიახ, ერთ დღესაც დავბრუნდები.
– თქვენ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებს შეუძლია, კანდიდატობაში ხელი შეგიშალოთ? ერთ-ერთი მათგანი გადასახადების დამალვას ეხება.
– გამოძიებამ ვერაფერი იპოვა, ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. მორიგება შემომთავაზეს, რაზეც უარი ვუთხარი, რადგან ვიცი, რომ მართალი ვარ. თუმცა ჩემ წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა ამოქმედდა და დამაბრალეს, თითქოს ორგანოებით ვვაჭრობდე.
– ეს ერიკ აბიდალის შემთხვევას უკავშირდება…
– ყველაფერს დავეთანხმები, რასაც ჩემზე, როგორც ბიზნესმენზე იტყვიან, მაგრამ ორგანოებით მოვაჭრე?
– ამაში ბრალს გდებენ. მიზეზი ისაა, რომ ხუანხო კასტილიომ თქვენთან საუბარში თქვა “ჩვენ მას ღვიძლი მივეცით”.
– დიახ, მოისმინეთ ეს საუბარი? თუ კი, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს.
– გადაუხადა “ბარსამ” აბიდალის ბიძაშვილს ფული?
– არა. აბიდალის ბიძაშვილს ოპერაციის დღეს შევხვდი. მას მივესალმე, რადგან აბიდალის გვერდით საწოლზე იწვა.
– შემდეგ იყო ნეიმარის შემთხვევა…
– ეს საკითხი მოსამართლე დე ლა მატამ განიხილა. შემდეგ ისე დაემთხვა, რომ მოსამართლე ლამელამ დე ლა მატას პოზიციის საპირისპიროდ საქმის კვლავ აღძვრა გადაწყვიტა. მოსამართლე დე ლა მატა 250-გვერდიან მოხსენებაში 230 გვერდს იმაზე საუბარს უთმობს, რომ ჩვენ უდანაშაულონი ვართ. ბოლოს კი მოსამართლე ლამელა ის ამტკიცებდა, რომ ზეპირი მოსმენა განაახლა იმიტომ, რომ ამას აიძულებდნენ.
– ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევები თქვენ კანდიდატობაზე უარყოფითად იმოქმედებს?
– პირიქით.
– დავუბრუნდეთ თქვენი პრეზიდენტობის ვადას. თქვით, რომ თქვენი მემკვიდრეობა ძალიან კარგი იყო. რა მოხდა მას შემდეგ ისეთი, რამაც დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა?
– ისეთ კლუბს, როგორიც “ბარსაა”, მართვისთვის 3 ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ჭირდება: პრეზიდენტი, რომელსაც უარის თქმა შეუძლია, რომელიც ლიმიტებს აწესებს; გენერალური მენეჯერი, რომელმაც შემოსავალი და ხარჯი უნდა აკონტროლოს; და სპორტული დირექტორი, რომელმაც მიღებული ბალანსი მოედანზე უნდა ასახოს. ყოველი 10 გადაწყვეტილებიდან ორი შეცდომის დაშვება შესაძლებელია. მაგრამ თუ 8 შეცდომას დაუშვებ, კლუბს ჩაძირავ. ჩემ დროს პრეზიდენტი მე ვიყავი, გენერალური დირექტორი ანტონი როსიკი და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჟოპეპ მარია ბართომეუმ მენეჯმენტის შეცვლა გადაწყვიტა. ჩვენი ვადა, 2010-დან 2014 წლამდე ხარჯების კონტროლზე იყო დაფუძნებული. მე ხარჯების კონტროლით შეპყრობილი ვარ. ბართომეუმ აქცენტი უფრო მეტად შემოსავლის ზრდაზე გააკეთა. მისმა ბიუჯეტმა თითქმის მილიარდს მიაღწია. ეს მექანიზმი კი ხარჯვის ზრდას უზრუნველყოფდა. თუმცა მოვიდა პანდემია და მილიარდი ევრო 650 მილიონამდე შემცირდა. შემოსავალი ხარჯს ჩამოსცდა. ეს ფაქტია. 2010-2014 წლები “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო იყო. 2010-2020 წლები, პანდემიის გათვალისწინებით, “ბარსას” ისტორიაში საუკეთესოა მოგებული ტიტულებით, მიღებული შემოსავლითა და ყველაფრით. თუმცა მეორე მხრივ, თუ ხალხს ჰკითხავთ, ისინი გეტყვიან, რომ არა, არც როსელი და არც ბართომეუ საუკეთესოები არ იყვნენ.
საინტერესოა ამის მერობა
შენი პრეზიდენტ9ბა მოვხან მე,ის დღე დაიწვა ცეცხლში ამან რომ კრუიფი ჩამოაშორა ბარსას
ისე რომ გადავხედოთ სწორს ამბობ, დღესაც ალემანი აკეთებს რეალურად საქმეს.
ეს ნახეთ ტოო, ეს არ იყო პრეზერვატივები დამირიგეს ციხეშიო 😂 ეს კვერცხი..
ხმას ნუ იღებ შენი დედა ******
ამათ რო უსმინო ცალ-ცალკე(ლაპორტას, როსელს, ბართომეუს) ყველა საუკეთესო იყო თუ არის, მაგრამ რამ მიიყვანა ბარსა ამ მდგომარეობამდე მაინც გაუგებარია.
მივესალმები 100% ით ლევანდოვსკის და სხვა ყველა ტრანსფერს მაგრამ რა მაინტერესებს მარჯვენა მცველის პოზიციაზე დესტის იმედზე ვართ?