სევილია-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

სევილია-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

“ბარსელონა” ახალ სეზონს მარტივი საშინაო და რთული გასვლითი თამაშებით იწყებს. “სოსიედადთან” სტუმრად თამაშის შემდეგ “სევილიას” ჯერია, რომელსაც დღეს “სანჩეს პისხუანზე” დავუპირისპირდებით.

სათამაშო ფორმა

მასპინძელ გუნდზე კარგს ვერაფერს ვიტყვით. 3 თამაშში 2 მარცხი და მხოლოდ 1 ქულა. თანაც ლოპეტეგის გუნდს სერიოზული მეტოქე ჯერ არ ჰყოლია.

ანდალუსიურ გუნდს ლა ლიგის ბოლო 4 საშინაო თამაშში წაგება არ აქვს, მაგრამ სევილიელებმა ამ 4 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. ლა ლიგის გასულ გათამაშებაში კი “სევილია” ამ მოედანზე მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

“ბარსამ” ლა ლიგა “რაიოსთან” შინ ქულების დაკარგვით დაიწყო, მაგრამ შემდეგ კატალონიელებმა ზედიზედ 2 შეხვედრა მარტივად მოიგეს.

გუნდის სათავეში ჩავის მოსვლის შემდეგ “ბლაუგრანას” ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში წაგება არ აქვს – 15 მატჩში 10 მოგება და 5 ფრე.

ტრანსფერები

“ბარსელონას” სატრანსფერო აქტივობებზე ყველამ ყველაფერი ვიცით. ბოლო თამაშის შემდეგ გუნდმა განაპირა მცველები, ექტორ ბელერინი და მარკოს ალონსო დაიმატა, მაგრამ ისინი განაცხადში ვერ მოხვდნენ. გუნდი დატოვა სერჟინიო დესტმა, რომელსაც ჩავი ისედაც არაფერში იყენებდა.

აქტიური ზაფხული ჰქონდა “სევილიასაც”. ანდალუსიელებმა ისკო, მარკაო, ალექს ტელესი და ტანგი ნიანზუ დაიმატეს, ჟიულ კუნდე, დიეგო კარლოსი და ლუდვიგ აუგუსტინსონი კი გაუშვეს. თუმცა საწყის 3 ტურში მიხვდნენ, რომ ცვლილებები კიდევ საჭირო იყო და ბოლო თამაშის შემდეგ ადნან იანუზაი და კარსპერ დოლბერგი დაიმატეს, ხოლო მუნირ ელ ჰადადი და ლუკას ოკამპოსი გაუშვეს.

დანაკლისი

მასპინძლებს რეკიკი, კორონა, იანუზაი და მარკაო არ ეყოლებათ. სტუმრები კი ახალწვეული განაპირა მცველების, ბელერინისა და ალონსოს გარეშე ითამაშებენ.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს ერთმანეთთან აქამდე 196-ჯერ უთამაშიათ. “ბარსელონას” 112 მოგება, 39 ფრე და 45 მარცხი, 406 გატანილი და 241 გაშვებული გოლი დაუგროვდა.

ამ გუნდების ბოლო 32 დაპირისპირებაში “სევილიას” მხოლოდ 3 მოგება აქვს. ამ სტატისტიკაში შედის თამაშები პეპ გვარდიოლას მწვრთნელობიდან მოყოლებული.

“ბარსელონას” “სევილიასთან” 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, საიდანაც 3 კატალონიელებმა მოიგეს. ბოლო 10 შეხვედრაში ანდალუსიელებმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს.

მეტოქის მოედანზე გამართულ 95 შეხვედრაში “ბლაუგრანას” 33 მოგება, 26 ფრე და 36 მარცხი დაუგროვდა.

“სანჩეს პისხუანზე” გამართული ბოლო 4 მატჩიდან გუნდებმა თითო მოიგეს, 2 კი ფრედ დასრულდა.

გამორჩეული ფეხბურთელები

თამაში განსაკუთრებული რამდენიმე ფეხბურთელისთვის იქნება. უპირველესად კი ჟიულ კუნდე უნდა ვახსენოთ.

ფრანგი ცენტრალური მცველი წინა 3 სეზონის განმავლობაში სწორედ “სევილიაში” თამაშობდა და ამ გუნდის მაისური 133-ჯერ მოირგო.

“სევილიასა” და “ბარსელონას” შორის წინა სეზონში “სანჩეს პისხუანზე” გამართულ შეხვედრაში კუნდემ თავი წითელი ბარათით გამოიჩინა.

მეტოქე გუნდში თამაშის გამოცდილება “სევილიას” ფეხბურთელსაც აქვს. საუბარი, რა თქმა უნდა, ივან რაკიტიჩზე გვაქვს. “ბარსელონაში” გატარებული 6 სეზონის განმავლობაში ხორვატმა ნახევარმცველმა მონაწილეობა 310 შეხვედრაში მიიღო, 35 გოლი გაიტანა, 42 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 13 ტიტული მოიგო.

დღევანდელი მეტოქე განსაკუთრებულია “ბარსელონას” ახალი ლიდერისთვის, რობერტ ლევანდოვსკისთვისაც. პოლონელს “სევილიას” წინააღმდეგ ჩატარებულ 5 მატჩში გოლი არ აქვს გატანილი, რაც მის კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია.

არბიტრი

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას 45 წლის ანტონიო მატეუ ლაოსი განსჯის.

ლაოსმა მსაჯობა 1999 წელს დაიწყო, 2002 წელს მე-3 დივიზიონში დაწინაურდა, 2 წლის შემდეგ მეორეში, ხოლო 2008 წლიდან პრიმერაში მსაჯობს. 2011 წლიდან ლაოსი FIFA-ს არბიტრია. Marca-მ ლა ლიგის საუკეთესო მსაჯად ის 2-ჯერ, 2010/11 და 2013/14 წლების სეზონებში დაასახელა.

მატეუ ლაოსის კარიერაში მთავარი მოვლენა 2021 წელს “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯობა იყო.

კარიერის განმავლობაში ლაოსი თამაშში საშუალოდ 24.6 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.6 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს უჩვენებს.

ანტონიო მატეო ლაოსის სტატისტიკა “სევილიასა” და “ბარსელონას” თამაშებში:

სევილია ბარსელონა
თამაში 37 46
მოგება 20 31
ფრე 4 9
წაგება 13 6
მოგების % 54% 67%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 2 7
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 9 1
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 7 9
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 3 6

სტატისტიკა

  • ამ გუნდების ბოლო 35 დაპირისპირებაში “სევილიას” მხოლოდ 3 მოგება აქვს და სამივე “სანჩეს პისხუანზე”;
  • ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან “სევილიამ” ერთზე მეტი გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა, 5-ჯერ კი მეტოქის კარი საერთოდ ვერ აიღო;
  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 16 გასვლით შეხვედრაში წაგება არ აქვს;
  • “სევილიას” ლა ლიგის ბოლო 21 საშინაო თამაშში მხოლოდ 1 წაგება აქვს;
  • მიმდინარე სეზონში გამართულ 3 მატჩში “სევილიას” მოგება არ აქვს;
  • “სევილიას” ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 4 თამაშში “სევილია” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • რობერტ ლევანდოვსკის “სევილიას” წინააღმდეგ გამართულ 5 თამაშში ჯერ გოლი არ აქვს გატანილი;
  • ლა ლიგის პირველ 3 ტურში “სევილიას” ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 65.2% არის, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე “ბარსელონაა”;
  • “სევილიასთან” გამართულ ბოლო 5 თამაშში უსმან დემბელე ან გოლის გატანას ახერხებდა, ან საგოლე გადაცემის გაკეთებას;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.7 ანიჭებენ, რაც მოგების 59%-იან შანსს უდრის, თუმცა “ბარსა” ასეთი თამაშების მხოლოდ 47%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

“სევილიასთან” ძალიან რთული მატჩი გველის. ვიცი, მათ სტადიონზე მოგება რამდენად ძნელია.

ლოპეტეგი გუნდს კარგად წვრთნის და ვფიქრობ, მათი მიერ ნაჩვენები შედეგები უსამართლობაა – ანდალუსიელებს მეტი ქულის მოპოვება შეეძლოთ. ისინი ჩემპიონთა ლიგაზე არიან.

შევეცდებით, ჩვენი ფილოსოფიით ვითამაშოთ და ბურთი დავიჭიროთ.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

სევილია (4-3-3): ბონო, ნავასი, გუდელი, ნიანზუ, აკუნია, ფერნანდო, ხორდანი, დელანეი, ლამელა, რაფა მირი, პაპუ გომესი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.

Mundo Deportivo

სევილია (4-3-3): ბონო, მონტიელი, ნიანზუ, გუდელი, აკუნია, ფერნანდო, ხორდანი, პაპუ გომესი, ტორესი, რაფა მირი, ისკო.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.

Marca

სევილია (4-3-3): ბონო, მონტიელი, ანხელი, ნიანზუ, აკუნია, ხორდანი, ფერნანდო, დელანეი, ლამელა, რაფა მირი, პაპუ გომესი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, ტორესი.

AS

სევილია (5-3-2): ბონო, ნავასი, ნიანზუ, ფერნანდო, გუდელი, აკუნია, დელანეი, ხორდანი, რაკიტიჩი, რაფა მირი, პაპუ გომესი.

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, გარსია, ბუსკეტსი, პედრი, გავი, ბალდე, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.

პროგნოზი

  • WhoScored: 1-4
  • Sportsmole: 1-3
  • Sportskeeda: 1-3
  • 90min: 0-2
  • Squawka: 2-1

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (11)

  • shu1987
    03 სექ 2022, 20:27

    როგორც ყოველთვის ბარსასთან გაიგიჟებენ თავს და ლევანა დააჭერინებს ხელში👌

  • Bakero
    03 სექ 2022, 18:39

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: EL MAESTRO 6

    ციტატა: rivaldo80
    აქ რომ ვენებს იხსნიდით ნუნიესზე და ასხამდით ჩვენ ფეხბურთელებს და ბარსას ნუ ახლაც იგივე ჭკუაზე ხართ? 😂😂😂


    კლოპის ხელში რო საქონელივით ითამაშებ კაცი ანუ მაგაზე გული არ უნდა დარწყდეს, ჯერ 3 თამაშიანი წითელი აიკიდა და რასაც თამაშობს ჯაჯგურია ცარიელი, ჰოლანდი ათი თავით ჯობია


    მახსოვს დიაზეც ივივე ამბავი ქონდათ და ეგეც არაფერი დიდი.😂


    წელს რაც სეზონი დაიწყო ლივერპული საზიზღრობაა

  • rivaldo80
    03 სექ 2022, 18:37

    ციტატა: EL MAESTRO 6

    ციტატა: rivaldo80
    აქ რომ ვენებს იხსნიდით ნუნიესზე და ასხამდით ჩვენ ფეხბურთელებს და ბარსას ნუ ახლაც იგივე ჭკუაზე ხართ? 😂😂😂


    კლოპის ხელში რო საქონელივით ითამაშებ კაცი ანუ მაგაზე გული არ უნდა დარწყდეს, ჯერ 3 თამაშიანი წითელი აიკიდა და რასაც თამაშობს ჯაჯგურია ცარიელი, ჰოლანდი ათი თავით ჯობია


    მახსოვს დიაზეც ივივე ამბავი ქონდათ და ეგეც არაფერი დიდი.😂

  • tornike27
    03 სექ 2022, 17:47

    EL MAESTRO 6,
    ცუდი ფეხბურთელი არაა მაგრამ არც ძაან მაგარია თან მაგის თამაშებს რასაც ვუყურებ კლასიკურ ცხრიანს არ ჰგავს უფრო ფლანგიდან ურჩევნია თამაში

  • EL MAESTRO 6
    03 სექ 2022, 17:38

    ციტატა: rivaldo80
    აქ რომ ვენებს იხსნიდით ნუნიესზე და ასხამდით ჩვენ ფეხბურთელებს და ბარსას ნუ ახლაც იგივე ჭკუაზე ხართ? 😂😂😂


    კლოპის ხელში რო საქონელივით ითამაშებ კაცი ანუ მაგაზე გული არ უნდა დარწყდეს, ჯერ 3 თამაშიანი წითელი აიკიდა და რასაც თამაშობს ჯაჯგურია ცარიელი, ჰოლანდი ათი თავით ჯობია

  • rivaldo80
    03 სექ 2022, 17:34

    აქ რომ ვენებს იხსნიდით ნუნიესზე და ასხამდით ჩვენ ფეხბურთელებს და ბარსას ნუ ახლაც იგივე ჭკუაზე ხართ? 😂😂😂

  • INI8
    03 სექ 2022, 17:09

    ჩემპიონობა თუ გვინდა გასვლაზე რთულ მეტოქეებთანაც უნდა მოვიგოთ, მითუმეტეს სევილია არაა ფორმაში და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სევილიაც მოგებაზე ითამაშებს და 2 ბურთის სხვაობითაც შეგვიძლია მოგება

  • Tyler Durden
    03 სექ 2022, 16:54

    ლივერპულის თამაშს ვუყურებ. რა საზიზღრად თამაშობენ, სადაც არუნდა წავეწიოთ ყველგან გავხევთ ჩემიაზრით. ნაპოლისაც ურთულესი თამაში არ ელის ამათ შემხედვარე.

  • katalomia
    03 სექ 2022, 16:47

    პედრი კესი ფრენკი/გავი

  • nika 54
    03 სექ 2022, 15:25

    ნუ არ წავაგებთ ეს ნაღდია, მოგებაზე კი პატარა უნდა მოინდომონ ბიჭებმა.

  • Dani alves
    03 სექ 2022, 14:27

    ჩემი აზრით კესის უფფო მეტი დრო უნდა მიეცეს