"იუვე" პოგბას "ბარსაში" 80 მილიონად არ უშვებს

"იუვე" პოგბას "ბარსაში" 80 მილიონად არ უშვებს

იტალიელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსმა" პოლ პოგბას "ბარსელონაში" 80 მილიონ ევროდ გაშვებაზე უარი განაცხადა.

Tuttosport-ის ცნობით, კატალონიელებმა "იუვენტუსს", 22 წლის ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ, 80 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. ტურინული პრესის ცნობით, "ბებერი ქალბატონი" 100 მილიონს ითხოვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 55 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.