"კორდობა"-"ბარსელონა": საინტერესო ფაქტები

"კორდობა"-"ბარსელონა": საინტერესო ფაქტები

"კორდობასა" და "ბარსელონას" შორის გამართულ შეხვედრაში, ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩში, არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გთავაზობთ ამ ფაქტების ჩამონათვალს:

  • კლაუდიო ბრავოს, რომელიც ზამორას ტიტულისთვის იბრძვის, 35 მატჩში 19 გოლი აქვს გაშვებული. "კორდობასთან" შეხვედრაში მან კარი მშრალად 21-ედ შეინახა, რაც რეკორდია.
  • "ბარსელონას" გოლი ზედიზედ 5 თამაშში არ გაუშვია.
  • "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 105 გოლი დაუგროვდა. გუნდის რეკორდი 2012/13 სეზონში გატანილი 114 გოლია.
  • ლუის სუარესმა "ბარსაში" თავისი პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა. ის, მესის, ნეიმარისა და პედროს შემდეგ, გახდა მე-4 ფეხბურთელი, რომელსაც ამ სეზონში ერთ თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.
  • მესიმ სეზონში მეოთხედ გაიტანა 50 გოლზე მეტი: 2010/11, 2011/12, 2012/13, 2014/15.
  • ხერარდ პიკე, პოპესკუს (1995/96) შემდეგ, გახდა "ბარსას" პირველი ცენტრალური მცველი, რომელმაც სეზონში 5 გოლი გაიტანა.
  • "ბარსელონამ" 676 ზუსტი პასი გააკეთა, "კორდობამ" კი მხოლოდ - 164.
  • პიკემ ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა (77) გააკეთა.
  • ალბამ ბურთი ყველაზე მეტჯერ (8) დაიბრუნა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.