„ბარსელონა“-„მალაგა“ 3:0 - საინტერესო ფაქტები
ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" "მალაგა" 3:0 დაამარცხა და ერთი დღით დაკარგული კუთვნილი პირველი ადგილი დაიბრუნა. გთავაზობთ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს.
- პედრო და სანჩესი ლა ლიგაში "ბარსელონას" კვლავ საუკეთესო ბომბარდირები არიან. მათ ანგარიშზე 12-12 გოლია. მე-3 ადგილზე მყოფ მესის 8 ბურთი აქვს გატანილი.
- ალექსის სანჩესი ლა ლიგაში თავის სარეკორდო მაჩვენებელს უკვე გაუთანაბრდა. 2011-12 წლების სეზონში, მას ესპანეთის ჩემპიონატში ასევე 12 გოლი ჰქონდა გატანილი.
- ხერარდ პიკემ გოლი ლა ლიგის ზედიზედ 2 თამაშში გაიტანა, რაც 2009 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა.
- პიკე "ბარსას" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ამ თამაშში ყვითელი ბარათი მიიღო. ის მიმდინარე გათამაშებაში მეორედ გააფრთხილეს.
- პიკემ და მასკერანომ გუნდს ბურთი ყველზე მეტჯერ, 12-ჯერ მოუპოვეს.
- ჩავი ერნანდესმა ყველაზე მეტი, 103 გადაცემა გააკეთა, რომელთაგან 95 ზუსტი გამოდგა.
- ზედიზედ მეოთხე სეზონში, "ბარსელონამ" "მალაგა" სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა. წინა 3 შემთხვევაში კატალონიელები ანგარიშით 4:1 იგებდნენ.
- ვიქტორ ვალდესმა კარი მშრალად მიმდინარე სეზონში "მალაგასთან" გამართულ ორივე შეხვედრაში შეინახა. პირველი ტურის მატჩი "ბარსამ" 1:0 მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]