ანდრე გომეშმა ახალ კლუბში რამდენიმე იმედისმომცემი ნიშანი აჩვენა უკანასკნელ მატჩში. მართალია, მას ჯერ კიდევ ჭირდება გამოცდილების მიღება საუკეთესო კლუბში, მაგრამ პორტუგალიელი აშკარა წინსვლას აჩვენებს კატალონიურ გუნდთან ადაპტირებაში.
მაგალითად, მან ირბინა 11.2 კილომეტრი მთელი მატჩის განმავლობაში, რაც კარგი შემდეგია. გარდა ამისა, მან გუშინ 93 პასი გააკეთა, რომლის დოდო ნაწილიც მიმართული იყო ჟორდი ალბაზე – 21. ანდრე გომეში, ცენტრში, საკმაოდ სწრაფად გადაადგილდება, განსხვავებით არდა თურანისგან. ასევე, მან არასწორი პასი მხოლოდ 4-ჯერ გააკეთა, რაც კარგი შედეგია, ეს კი იმას ნიშნავს რომ ის ბურთს კარგად აკონტროლებს.
ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს პორტუგალიელი მომდევნო მატჩებში. აქვე კი შემოგთავაზებთ ვიდეოს ანდრე გომეშის თამაშზე:
[media=https://www.youtube.com/watch?v=gas1HRnh0io]
მაგრად ითამაშა
დზალიან მომწონს ეს ფეხბურთელი მიდი გომესჰ ასე გააგრძელე შენ იცი
შგ გომეშს კიდე უნდა მოუმატოს შეუძლია!