ზუსტად 6 წლის წინ, 2017 წლის ამ დღეს, “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ვიხილეთ.
კატალონიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა პარიზში 0-4 წააგო, თუმცა სასწაული მოახდინა და შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა.
2017 წლის 8 მარტს, “პერი სენ-ჟერმენი” “კამპ ნოუზე” დიდი უპირატესობით ჩამოვიდა და გულის სიღრმეში ალბათ სჯეროდა, რომ მომდენო ეტაპის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა.
“ბარსელონა” განმეორებითი მატჩის 50-ე წუთზე უკვე 3-0 იგებდა და ანგარიშის გათანაბრებამდე მხოლოდ 1 გოლი აშორებდა, რა დროსაც პსჟ-ის მხრიდან ედინსონ კავანიმ გაიტანა და კატალონიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – “ბარსას” კიდევ 3 გოლი უნდა გაეტანა (რადგან მაშინ გასვლაზე გატანილი გოლის წესი ჯერ კიდევ მოქმედებდა).
საბოლოოდ, სასწაული მოხდა და “ბარსელონამ” 6-1 მოიგო. ლუის ენრიკეს გუნდის მხრიდან გოლები ლუის სუარესმა (3′), ლეო მესიმ (50′ პენ.), ნეიმარმა (88′, 90+1′ პენ.) და სერჟი რობერტომ (90+5′) გაიტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ლეივინ კურზავამ (40′) ჩაჭრა. პსჟ-ის რიგებში თავი, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ კავანიმ (62′) გამოიჩინა.
ამ მატჩში “ბარსელონას” მხრიდან მოედანზე იყვნენ: ტერ შტეგენი, მასკერანო, პიკე, უმტიტი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, რაფინია, სუარესი და ნეიმარი. ცვლილებაზე შემოვიდნენ: რობერტო, თურანი და ანდრე გომეში.
გავიხსენოთ ეს ლეგენდარული მატჩი, რომელიც ისტორიას “ლა რემონტადას” (რაც ესპანურად ქამბექს ნიშნავს) სახელით შემორჩა:
და ამის შემდგე წავიდნენ და იუვესეს ვაგზლის ბოზ-ივით დანებდმემ 0-3. სიმართლე უნდა ვთქვათ რომ ეს არ იყო მოსაგები თამაში. სულ მცირე ერთი პენალი ტყვილად დაგვიდეს. თცა
მე რაც ამ მატჩსე სიამოვნება მივიღე არასდროს დამავიწყდება.
დი მარიაზეც პენალტი იყო მასკემ რო წააქცია მარა მსოფლიოს უნდოდა მაგ დღეს ქამბექი. დაჟე მსაჯსაც
და ამის შემდგე წავიდნენ და იუვესეს ვაგზლის ბოზ-ივით დანებდმემ 0-3. სიმართლე უნდა ვთქვათ რომ ეს არ იყო მოსაგები თამაში. სულ მცირე ერთი პენალი ტყვილად დაგვიდეს. თცა
მე რაც ამ მატჩსე სიამოვნება მივიღე არასდროს დამავიწყდება.
მაგ თამაშს რა დაივიწყებს, გადახედვაც არ მინდა ზეპირად მახსოვს. ისე მაგ თამაშში მაგრა გაგვიმართლა რო მსაჯი მადრიდისტა არ იყო, ისევე როგორც ჩელსისთან მატჩში 2009-ში.
უდიდესი ქამბექი ისტკრიაში
ეჰ ჩვენივე დაწყებული ჩვენვე ამოგვადინეს