ალვესი: "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ"

ალვესი: "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ"

"ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი აცხადებს, რომ ის კატალონიურ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს, რის გამოც მას სხვა კლუბთან კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია.

"ბარსელონაში" ბედნიერი ვარ და სხვა კლუბთან კონტრაქტი არ გამიფორმებია.

რაღაცეების დაფასება უნდა შეგეძლოს. "ბარსელონა" ის კლუბია, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა და რომელიც ოცნების ასრულებაში დამეხმარა. ასე რომ, მოქმედ კონტრაქტს ძველებული ამბიციებით ჩავამთავრებ.

თუ ხელმძღვანელობა მეტყვის, რომ ახალი ვარიანტები უნდა მოვძებნო, მოვძებნი. თუმცა, საქმე აქამდე ჯერ არ მისულა. სეზონის დასკვნით ეტაპზე ვარ კონცენტრირებული, რადგან ჯერ კიდევ გუნდის შემადგენელი ნაწილი ვარ.

საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.