ალვესი: "კონტრაქტი არცერთ კლუბთან არ გამიფორმებია"

ალვესი: "კონტრაქტი არცერთ კლუბთან არ გამიფორმებია"

"ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი აცხადებს, რომ მას არცერთ კლუბთან არანაირ წინასწარ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია.

ალვესის ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. როგოც ცნობილია, მისი კლიენტი მოლაპარაკებებს პსჟ-სთან აწარმოებს. თუმცა, ბრაზილიელი რომელიმე კლუბთან შეთანხმებას უარყოფს.

"არცერთ გუნდთან არანაირი ხელშეკრულება არ გამიფორმებია. მინდა, "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ბოლო წელს ტიტულები მოვიგო, შემდეგ კი, ვნახოთ რა მოხდება.

კლუბში ყველაფერი მაკმაყოფილებს. მოხარული ვარ, რომ "ბარსელონას" ღირსებას ვიცავ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.