შტუტგარტი
ოფიციალური დასახელება: VfB Stuttgart (Verein für Bewegungsspiele Stuttgart 1893 e. V.)
დაარსების თარიღი: 1893 წლის 9 სექტემბერი
ფერები: წითელი და თეთრი
სტადიონი: “გოტლირბ დაიმლერ შტადიონი” (55896)
პრეზიდენტი: ერვინ შტაუდტი
მთავარი მწვრთნელი: არმინ ვეი
ოფიციალური საიტი: www.vfb.de
გერმანიის მოქმედი ჩემპიონი ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-10 საფეხურზე იმყოფება 8 თამაშში 3 მოგებით, 1 დრით და 4 წაგებით, 10 გატანილი და 12 გაშვებული გოლით და 10 ქულით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ “შტუტგარტმა” ჩემპიონატში ოთხივე მატჩი გასვლაზე წააგო, ხოლო საკუთარ მოედანზე ნათამაშევი 4 თამაშიდან 3 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა, ბურთების შეფარდება 7-2. აღნსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გერმანელებმა ბოლო სამი საშიანაო შეხვედრა მოიგეს და არცერთ მათგანში გოლი არ გაუშვიათ. თავისი ბოლო თამაში “შტუტგარტმა” 29 სექტემბერს როსტოკში წააგო ადგილობრივ “ჰანზასთან” ანგარიშით 1:2. იმ “შტუტგარტის” მხრიდან თამაშში ერთადერთი გოლი სეზონში გუნდის ბომბარდირმა, მარიო გომესმა გაიტანა შეხვედრის 73-ე წუთზე. სხვათაშორის მარიო გომესი არის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გერმანელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორიც.
ბარსელონა
ოფიციალური დასახელება: FCBARCELONA (Football Club Barcelona)
დაარსების თარიღი: 1899 წლის 29 ნოემბერი
ფერები: მუქი ლურჯი და ბროწეულისფერი
სტადიონი: “კამპ ნოუ” (98693)
პრეზიდენტი: ხუან ლაპორტა
მთავარი მწვრთნელი: ფრანკ რაიკაარდი
ოფიციალური საიტი: www.fcbarcelona.com
სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ “ბარსელონა” შესანიშნავ ფორმაში შევიდა დაზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო. კტალონიელები ამჟამად სატურნირო ცხრილის მე-4 საფეხურზე იყოფებიან 6 თამაშში მოპოვებული 4 გამარჯვებით და 2 ფრით, 13 გატანილი და 4 გაშვებული გოლით და 14 ქულით. რაიკაარდის შეგირდებმა ბოლო თამაში გასვლაზე “ლევანტეს” მოუგეს 4:1. ამა თამაშში სამი გოლი ტიერი ანრიმ გაიტანა, ხოლო მეოთხე ლეო მესიმ.
მსაჯი
მატჩის მთავარი მსაჯი შვედი მარტინ ჰანსონი იქნება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე 4 შეხვედრა აქვს განსჯილი ხოლო უეფას თასზე 21. ჰანსონს “ბარსელონას” და “შტუტგარტის” თამაშები არასდროს არ უმსაჯია. რაც შეეხება ესპანურ კლუბებს, მან გასულ სეზონში იმსაჯა “ინტერი”-”ვალენსიას” შეხვედრა, რომელიც 2:2 დასრულდა. მან სამი შეხვედრა იმსაჯა გერმანული კლუბების მონაწილეობით და გერმანელებმა სამივე მათგანში მარცხი იწვნიეს, 2003 წელს უეფას თასზე “კაიზერსლაუტერნმა” “ტეპლიცთან” წააგო გასვლაზე; ხოლო 2006 წელს იმავე ტურნირზე ჯერ “ჰამბურგმა” წააგო გასვლაზე “თუნთან”, შემდეგ კი “ლევერკუზენმა” წააგო საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემთან”. ჰანსონმა ასევე იმსაჯა გერმანიის 15 წლამდელთა ნაკრების თამაშიც, რომელშიც გერმანელებლა ბელგიელ თანატოლებთან საკუთარ მოედანზე 1:2 წააგეს.
თამაშის ვიდეოჩანაწერს გვიან ღამით აჩვენებს ტელეკომპანია “რუსთავი 2″.
მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით მისამართზე http://www.live.barcamania.ge