პროკურატურა როსელისა და ბართომეუს დაპატიმრებას ითხოვს

პროკურატურა როსელისა და ბართომეუს დაპატიმრებას ითხოვს

ესპანეთის პროკურატურა, რომელიც ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერის საქმეს იძიებს, კატალონიური კლუბის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტებისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნას ითხოვს.

როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ბრალი ნეიმარის ტრანსფერის დროს ფინანსური მაქინაციების განხორციელებაში ედება. საქმეს პროკურატურა უკვე დიდი ხანია იძიებს. სწორედ ამ საქმის გამო დატოვა თანამდებობა სანდრო როსელმა, ხოლო მისმა შემცვლელმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა სანდრო როსელითვის თავისუფლების 7 წლითა და 3 თვით, ხოლო ბართომეუსთვის 2 წლითა და 3 თვით აღკვეთას, გარდა ამისა, "ბარსელონასთვის" 22-მილიონიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.