რეშაკი: "ბარსელონას" ფუნქციონალური მომზადება "რეალისას" სჯობს"

რეშაკი: "ბარსელონას" ფუნქციონალური მომზადება "რეალისას" სჯობს"

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი კარლეს რეშაკი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ კატალონიელები "რეალზე" უკეთეს მდგომარეობაში არიან.

"ბარსელონა", სეზონის განმავლობაში, კარგ ფორმაში შევიდა. გუნდის თამაშში ახალი კომპონენტები გამოიკვეთა: ახლა, "ბარსელონას" შეუძლია როგორც ბურთის კონტროლი და შეტევა, ასევე კონტრშეტევებზე გადასვლა. რაც შეეხება ფუნქციონალურ მომზადებას, "ბარსელონას", "რეალთან" შედარებით, მცირე უპირატესობა აქვს. მადრიდელებმა პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარეს, მაგრამ შემდეგ მათი თამაშის ხარისხი დაეცა. შესაძლოა, ამის მიზეზი ტრავმები იყოს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 70 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.