"ბარსელონა" ბურთების შეფარდებით ევროპაში საუკეთესოა

"ბარსელონა" ბურთების შეფარდებით ევროპაში საუკეთესოა

კლუბს იდეალური სეზონი აქვს, ამას სტატისტიკაც მოწმობს. ამ მომენტისთვის "ბარსელონას" ბურთების შეფარდებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ლუის ენრიკეს გუნდმა მიმდინარე სეზონში 67 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 13 მიიღო. შესაბამისად ბალანსი +54 არის, ეს კი საუკეთეsო მაჩვენებელია კონტინენტის 10 საუკეთესო ჩემპიონატს შორის.

რეიტინგი შემდეგი ქვეყნის ჩემპიონატებით არის შედგენილი: ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია, თურქეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და რუსეთი.

ამ მონაცემებით კლუბი უსწრებს: მადრიდის "რეალს"(+50), "ბაიერნს"(+44), "პსვ ეინთჰოვენს"(+43), "პორტუს" (+43), "ჩელსის"(+37).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.