რამდენიმე წუთის წინ, “ბარსელონამ” “ვალენსიას” 22 წლის ფეხბურთელის, ანდრე გომეშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ კატალონიურმა კლუბმა ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
Mundo Deportivo-ს ფეხბურთელი კატალონიელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობილია, რომ “ვალენსია” ფეხბურთელში 65 მილიონ ევროს ითხოვდა. ესპანური პრესის ცნობით, ტრანსფერი, საბოლოოდ, დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაჯდა.