ვალენსიასთან თამაშის დრო ცნობილია

ვალენსიასთან თამაშის დრო ცნობილია

“ბარსელონასთვის” ყოველი ახალი სეზონის დაწყებისას “მესტალიაზე” სტუმრობა ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო გამოწვევაა. ლა ლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა 2026-27 წლების სეზონის მე-4 ტურის თარიღი და დრო. მოქმედი ჩემპიონი “ვალენსიას” “მესტალიაზე” კვირას, 6 სექტემბერს ეწვევა და თამაში თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ესპანეთში თავის მესამე სეზონს იწყებს და იმავე სტადიონზე ბრუნდება, სადაც ლა ლიგაში მისი დებიუტი შედგა. 2024-25 წლების სეზონის სადებიუტო მატჩში მან “მესტალიაზე” გამარჯვება იზეიმა (2-1), ხოლო 2025-26 წლების სეზონში კი დამარცხდა (1-3).

ამრიგად, “ბარსელონასთვის” პირველი ოთხი ტურის განრიგი ოფიციალურად დადასტურებულია. კატალონიელები ჩემპიონატს მე-2 ტურის მატჩით დაიწყებენ, რადგან იმ კლუბებს, რომელთა ფეხბურთელებმაც მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპებზე ითამაშეს, მატჩები გადაედოთ.

“ბარსელონას” სრული განრიგი

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი