workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “აიაქსის” ახალგაზრდა ნახევარმცველს იწვევს

“ბარსელონა” “აიაქსის” ახალგაზრდა ნახევარმცველს იწვევს

ამსტერდამის “აიაქსის” 19 წლის ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი კატალონიის “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელები ახალგაზრდა ფეხბურთელით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მისი თამაში იხილეს.

იმ შემთხვევაში, თუ ვან დე ბეკი “ბარსელონაში” გადავა, ის კატალონიელთა მე-2 გუნდში ითამაშებს.

პრობლემას ის ქმნის, რომ “აიაქსი” ფეხბურთელთან გაშორებას არ გეგმავს. ამსტერდამელთა აზრით, ვან დე ბეკის ახლა გაშვება გონივრული გადაწყვეტილება არ იქნება, რადგან უახლოეს წლებში მისი ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward