workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”, ანდრე გომეშის სანაცვლოდ, ტელიოსა და ჰალილოვიჩს თმობს

“ბარსელონა”, ანდრე გომეშის სანაცვლოდ, ტელიოსა და ჰალილოვიჩს თმობს

“ბარსელონა” “ვალენსიას” ახალგაზრდა პორტუგალიელი ნახევარმცველის, ანდრე გომეშის შეძენითაა დაინტერესებული და Sport-ის ცნობით, კატალონიელები მზად არიან მის სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს შეელიონ.

22 წლის გომეშის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა და “ბარსელონას” ამ თანხაის გადახდა არ სურს. კატალონიელები აპირებენ, ფეხბურთელის ფასი ტრანსფერში კრისტიან ტელიოსა და ალენ ჰალილოვიჩის ჩართვით შეამცირონ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გომეში “ჩელსისა” და “იუვენტუსს” სურთ.

ანდრე გომეში “ვალენსიაში” 2014 წელს გადავიდა. გასულ ორ სეზონში, “ღამურების” მაისურით, მან 77 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward