"ბარსელონამ" FIFA-სთან ურთიერთობა გაწყვიტა

"ბარსელონამ" FIFA-სთან ურთიერთობა გაწყვიტა

"ბარსელონას" პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს თქმით, კატალონიურმა კლუბმა, სატრანსფერო შეზღუდვის ამოწურვამდე FIFA-სთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა. "ბარსელონას" ოფიციალური წარმომადგენლები არც "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას დაესწრებიან.

"სანქციის მოქმედების განმავლობაში FIFA-სთან არანაირი ინსტიტუციონალური ურთიერთობა არ გვექნება. ზეპ ბლატერს წერილი გავუგზავნე. არც ფიფას გალა წარმოედგენას დავესწრები, რომელიც 12 იანვარს გაიმართება.

ყველაფერი ამით არ მთავრდება. ვიზრუნებ იმაზე, რომ "ბარსელონას" საქმე მსოფლიო ფეხბურთში გარდატეხის შემტანი გახდეს, ისევე, როგორც ეს ბოსმანის წესის შემთხვევაში მოხდა. რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს, ეს საქმე არ დაიკარგება." - განაცხადა ბართომეუმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.