მესი: "ოქროს ბურთის" მოგება გამიჭირდება"

მესი: "ოქროს ბურთის" მოგება გამიჭირდება"

"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი თავის მოსაზრებებს გვიზიარებს "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს გაიმართება.

"ვფიქრობ, ამ ტიტულის მოგება გამიჭირდება, თუმცა დაჯილდოების ცერემონიას დავესწრები. ვინც არ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი", დამსახურებულად დაჯილდოვდება. რონალდუმ და ნოიერმა შესანიშნავი წელი ჩაატარეს. პირველმა მათგანმა ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მეორემ კი - მსოფლიო ჩემპიონატი." - აცხადებს მესი.

მესის გარდა, FIFA-ს გალა-დაჯილდოებას "ბარსელონას" შემდეგი წარმომადგენლები დაესწრებიან: ალბერტ სოლერი და რაულ სალიეჰი. ციურიხში ვერ ვიხილავთ ხოსეპ მარია ბართომეუს, რომელმაც FIFA-სთან ურთიერთობა გაწყვიტა.

ცერემონიზე, რომელიც 21 საათსა და 15 წუთზე დაიწყება, FIFA/Fifpro-ს მიერ 2014 წლის საუკეთესო თერთმეტეულიც დასახელდება, რომლზეც "ბარსას" 10 ფეხბურთელია ნომინირებული: ბრავო, პიკე, ალბა, ალვესი, მასკერანო, ჩავი, ინიესტა, მესი, ნეიმარი, სუარესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.