მოღალატე=ფიგუ=მოურინიო=ღორის თავი
ლუიშ ფიგუ–”ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი და “ლეგენდა”. ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ სიტყვა ლეგენდის დაწერა ბრჭყალებში მიწევს. 2000 წლამდე პორტუგალიელი ყველა “ბარსას” გულშემატკივარს უყვარდა. ის ხომ ჩვენი კუმირი იყო. იგი იფიცებოდა და გვარწმუნებდა, რომ არსად არ წავიდოდა, მითუმეტეს “რეალში”. თურმე ამ საუბრის დროს მას კოსტუმის შიდა ჯიბეში “რეალთან” ახლად გაფორმებული კონტრაქტი ედო. როდესაც გაირკვა, რომ ლუიში მადრიდში გადადიოდა, ხალხი შოკში იყო. ჯერ რა თქმა უნდა ყველას ჭორი ეგონა, თუმცა… თუმცა დადგა დღე, როდესაც უნდა გამართულიყო დიდი “ელ კლასიკო”. ფიგუს დაბრუნება “ნოუ–კამპზე”. მისი მოედანზე გამოსვლა და ხალხის დამაყრუებელი სტვენა ერთი იყო. ამასობაში შეხვედრაც დაიწყო და კატალონიელთა კარის მიმართულებით კუთხური დაინიშნა. პორტუგალიელი გაეშურა სტანდარტის შესასრულებლად, თუმცა ამაოდ. იგი როგორც კი მიუახლოვდა კუთხურის ალამს, ტრიბუნებიდან მაშინვე ბოთლების სროლა დაიწყეს. ლუიში ირონიულად იღიმებოდა და სწორედ ამ დროს მის უკან ღორის თავი დაეცა. ამის შემდეგ მისი ზედმეტი სახელი იუდასთან ერთად ღორიც გახდა.
ახლა მოურინიოს ჯერია? დრო იყო, როცა ხოსეპ გვარდიოლა ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო, ხოლო ჟოზე “ბარსას” იმდროინდელი მწვრთნელის დამხმარე. განვლო ხანმა და როგორც ხედავთ პორტუგალიელი თავკაცი “რეალს” ჩაუდგა სათავეში. დღეს იგი პირველად დაუპირისპირდება “ბლაუგრანას”, როგორც მადრიდელთა მწვრთნელი. უნდა მოველოდეთ მეორე ღორის თავს “ნოუ–კამპზე”? ჩემი აზრით კი. მაგრამ ეს მარტო ჩემი აზრი არაა, ხერარდ პიკესაც სწორედ ამისი ეშინია და მოუწოდებს გულშემატკივრებს დამშვიდებისკენ.
“ვიმედოვნებ ორშაბათს არაფერი უწესო არ მოხდება. ძალიან კარგად ვიცი რას გრძნობენ ჩვენი გულშემატკივრები მოურინიოს მიმართ და სწორედ ამიტომ ვშიშობ რაიმე არ მოხდეს. იმედია “ნოუ–კამპზე” მეორე ღორის თავი არ დაეცემა.” განაცხადა პიკემ.
სულ რაღაც 24 საათიღა რჩება “ელ კლასიკომდე”. თითქოს არაფერი, მაგრამ ჩვენთვის, ნამდვილი გულშემატკივრებისთვის ეს დრო 1 წლის ტოლფასია. ახლა “კულეებს” გვეჩვენება, თითქოს საათი გაჩერდაო; ერთი სული გვაქვს როდის დაუსტვენს მსაჯი და დაიწყება მატჩი. საფინალო სასტვენის შემდეგ კი ყველა 100% ნასიამოვნები დავრჩებით. საინტერესოა ორმაგად გაგვიხარდება? დაეცემა ტრიბუნიდან ნასროლი ღორის თავი მოურინიოს გვერდზე? ამ ყველაფერს სულ მალე გავიგებთ…
სტატია მოამზადა ავთო ჭყონიძემ (THIERRYHENRY14)
გმადლობთ ყურადღებისთვის.