მესი, ნეიმარი და სუარესი 15 საუკეთესო თავდამსხმელს შორის მოხვდნენ

მესი, ნეიმარი და სუარესი 15 საუკეთესო თავდამსხმელს შორის მოხვდნენ

"ბარსელონას" სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავები, ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ნეიმარი 2014 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლებენ.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი ის 15 ფეხბურთელი გახდა, რომლებიც 2014 წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრის კანდიდატები არიან. წლის საუკეთესო 15 თავდამსხმელის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: სერხიო აგუერო, გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა, დიეგო კოსტა, კრიშტიანუ რონალდუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი, ტომას მიულერი, ნეიმარი, მარკო როისი, არიენ რობენი, ფრანკ რიბერი, უეინ რუნი, ლუის სუარესი.

შეგახსენებთ, რომ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის კანდიდატები "ბარსელონადან" ასევე არიან კლაუდიო ბრავო, ხორდი ალბა, დანიელ ალვესი, ხერარდ პიკე, ხავიერ მასკერანო, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი.

თქვენი რჩეულებისთვის ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ: http://www.fifa.com/ballon-dor/world11/index.html

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 33 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.