31 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიელთა ინტერესთა სფეროში მოექცა.
ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენის” ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნეთა სიაში მოხვდა.
როგორც ცნობილია, “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დაცვის ცენტრში ჟერარ პიკეს პარტნიორს ეძებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს კაპიტნმა ამ დროისთვის 42 მატჩის ჩატარება მოასწრო. მის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
ტიაგო სილვასთვის ბრძოლაში დამარცხების შემთხვევაში, “ბარსელონას” გაძლიერების შემდეგი ვარიანტები აქვს: ემერიკ ლაპორტი (“ატლეტიკი”), მარკინიოსი (პსჟ), სამუელ უმტიტი (“ლიონი”).