workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაბი: “ტორესისთვის მსაჯს მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა”

გაბი: “ტორესისთვის მსაჯს მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა”

მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, გუშინ, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში, მატჩის მთავარმა არბიტრმა ფელიქს ბრიხმა, ფერნანდო ტორესს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

“თამაშის იმ ეტაპზე წითელი ბარათის ჩვენების არანაირი საფუძველი არსებობდა. ვდომინირებდით და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ იყო”, – ციტირებს გაბის სიტყვებს Marca.

“ტორესმა თამაშის წესი ორჯერ დაარღვია, თუმცა ყვითელი ბარათი მსაჯს მხოლოდ ერთხელ უნდა ეჩვენებინა”.

“მატჩის პირველი ნახევარი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეორე ტაიმის უდიდეს ნაწილში კი სიტუაციას “ბლაუგრანა” აკონტროლებდა”, – განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward