როგორც დაიწერა “ბარსამ” აგუეროსთან შეთანხმებას მიაღწია და არგენტინელი “კამპ ნოუზე” გააგორებს ბურთს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სეზონი თავიდან ბოლომდე ჩააგდო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წელია ტრავმის გარეშე არ უთამაშია, მაინც კარგი ამბავია, რადგან ყველაზე მეტად გოლის გამტანი ფორვარდი გვჭირდება, აგუერო კი სწორედ ასეთია.
დიდი განსხვავებაა თუ არა მასსა და ლუის სუარესს შორის? ორივეს საუკეთესო პერიოდი წარსულშია, “ბარსას” აგუეროს მიმართ ინტერესი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ გზები იყოფოდა, ახლა კი მოირგებს ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას, მაგალითად, პეპ გვარდიოლას ყოველთვის სუარესი უფრო მოსწონდა, ვიდრე აგუერო, ეს შეიძლება იმის დამსახურებაა, რომ კუნს გამწარებული ჰყავს, პეპის “ბაიერნს” სამი გოლი გაუტანა და 2:0-დან თამაში დაუტრიალა, კიდევ ერთხელ შეძლო იგივეს გაკეთება და ამ ამბავს მოგვიანებით შევეხები.
შეიძლება ისიც არის, რომ სუარესის ინტერესებს გვარდიოლას ძმა იცავს, რომელიც ყოველთვის სთავაზობდა პეპთან თანამშრომლობას, მაგრამ არ გამოვიდა ეგ ამბავი.
“სიტი” “ბარსელონას” დაპირისპირების წინ, გვარდიოლას ჰკითხეს, ერჩივნა თუ არა სუარესი აგუეროს, რა თქმა უნდა, პირდაპირ არაფერი უთქვამს, თავშეკავებულად გასცა პასუხი, რომ ორივეს თავის უპირატესობები აქვს, არადა, სუარესი რომ მისი ფეხბურთელი ყოფილიყო, ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე მაღლა დააყენებდა.
გვარდიოლასა და თავდამსხმელების ურთიერთობა ცალკე საკითხია, ეტო’ო, იბრაჰიმოვიჩი, ლევანდოვსკი, იდეალური ურთიერთობა არავისთან ჰქონია, ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად შეპყრობილია ცრუ ცხრიანის იდეით, ვინ იცის, იქნებ სუარესთანაც ვერ აწყობოდა საქმე.
აგუერო კი ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამტანი ფორვარდია, მისგან გოლებს უნდა ველოდოთ, ტრავმებსაც, მაგრამ უფრო მეტად გოლებს. რომ დავსვათ კითხვა – აგუეროს მოყვანას, სეზონის დასაწყისში სუარესის დატოვება ხომ არ აჯობებდაო, პასუხი საკამათო იქნება ორი მიზეზის გამო, ერთი მხრივ აგუეროს აქვს უპირატესობა, მეორე მხრივ სუარესს.
აგუეროს უპირატესობა მოტივაციაა, ახალი კლუბი, ახალი გამოწვევა, სწრაფვა ტიტულებისკენ და თავის დამკვიდრების მცდელობა, ამ მხრივ სუარესი უკვე მოდუნებული იყო, ყველაფერი დამტკიცებული ჰქონდა, წონა მომატებული და მოტივაციაც აღარ ეტყობოდა ისე, როგორც საწყის წლებში.
თუმცა, სუარესის უპირატესობა მესისთან იდეალური დუეტი იყო, აგუეროს კი ვერ აქვს ამ მხრივ საქმე კარგად, მიუხედავად იმისა, რომ მესი მისი უახლოესი მეგობარია, თავადაც აღუნიშნავს, ერთმანეთს მოედნის მიღმა უფრო უკეთ ვუგებთ, ვიდრე მოედანზეო. ნაკრებშიც ყოველთვის ასე იყო, მესი ლაუტაროსთან უფრო ახერხებს შეთამაშებას, ვიდრე აგუეროსთან, მიუხედავად იმისა, რომ კუნი ბევრად მაღალი კლასის და დონის ფორვარდია, ვიდრე ლაუტარო.
“ბარსას” წინააღმდეგ
თავიდან დავიწყოთ – 2006 წლიდან, ერთად იწყებდნენ პოპულარობის მოხვეჭას მესი, გაგო და აგუერო, ერთ-ერთმა ექსპერტმა ისიც კი თქვა, (ვაი მაგის ექსპერტობას) მათ შორის დიდი სხვაობა არ არისო, არადა, აგუეროსა და გაგოს შორის იმხელა სხვაობაა, რამდენიც აგუეროსა და მესის შორის.
ვერ გახდა გაგო ახალი რედონდო და მიაბრძანეს “რეალიდან”, აგუერომ კი “ატლეტიკოში” ძალიან მაგრად ითამაშა, თვრამეტი წლის ასაკში, “ბარსას” პირველად გაუტანა, “კამპ ნოუზე”, მადრიდელები ფერნანდო ტორესისა და აგუეროს დუეტით გვიტევდნენ, რონალდინიოს ჯარიმას არგენტინელმა უპასუხა, სწრაფად გაძვრა პუიოლსა და ტურამს შორის და რომარიოს სტილში, ბუცის წვერით შეაგდო.
ერთი წლის შემდეგ თავ-ბედი გვაწყევლინა, “ატლეტიკომ” ტორესი გაყიდა და ფორლანი იყიდა, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ მთავარი დამრტყმელი ძალა აგუერო იყო. მთელი მატჩის განმავლობაში აბუჩად იგდებდა მისივე თანამემამულე გაბი მილიტოს, აქიდანაც იმასუქნა და იქიდანაც, ვერც კარლეს პუიოლი გახდა ვერაფერს, კარლესს ყოველთვის უჭირდა აგუეროს დაჭერა, საბოლოოდ, ორი გოლი გაგვიტანა, ერთი საგოლე პასი გააკეთა და თერთმეტმეტრიანიც მისი წაქცევის გამო დაინიშნა. 4:2 და ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა.
კიდევ ერთი წლის შემდეგ “ატლეტიკომ” კვლავ მოგვიგო, ისევ ოთხი გაგვიტანა და ისევ აგუერომ გადაგვახია ბურთი, მიუხედავად იმისა, რომ ანრიმ, მესიმ, ფორლანმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს, საუკეთესო კუნი იყო, ეგ მატჩი მართლა მესის დონეზე ითამაშა და სწორედ მაშინ დააფიქრა ყველა, იქნებ ოდესმე “ბარსაშიც” ითამაშოსო, მაგრამ “ბარსას” ისეთი შეტევა ჰყავდა, მისი ადგილი გუნდში არ იქნებოდა, ამ მატჩში გაიცნო გვარდიოლამ აგუერო და კარგი მოგონებები არ დარჩებოდა.
ორი გოლი შეაგდო, ისევე როგორც ანრიმ და ფორლანმა, გოლების დროს ვის აჯობა? რა თქმა უნდა, კარლეს პუიოლს, მე უბრალოდ არ მინახავს თავდამსხმელი, რომელსაც პუიოლი ამდენჯერ დაეჩაგროს.
კიდევ ერთი წლის შემდეგ ბოლო გოლი გაგვიტანა “ატლეტიკოს” მაისურით, პირველი გოლის მსგავსად, ესეც “კამპ ნოუზე”, ჩიგრინსკის ჩაუქროლა და ვალდესს თავზე გადაუგდო, “ბარსამ” “ატლეტიკო” გაანადგურა, მაგრამ კუნმა თავის სიტყვა მაინც თქვა.
“ბარსას” “სიტისთან” ბევრჯერ უთამაშია, ექვსი შეხვედრა ჩაატარეს ბოლო წლებში, მაგრამ აგუერო არ ყოფილა ისეთი დასამახსოვრებელი, როგორიც “ატლეტიკოს” მაისურით, ამ ექვს შეხვედრაში ერთი გაგვიტანა და ერთიც საგოლე პასი მიითვალა, დიდი ვერაფერი.
ყველაზე სახალისო მომენტი
“ატლეტიკო” “ბარსას” დაპირისპირებისას, დრიბლინგზე წასულ აგუეროს მესი აედევნა, დაეწია, ბურთი წაართვა და მაიმუნი ბავშვივით მიაგდო, ისე მარტივად დაჩაგრა, რომ ალესანდრო ნესტას შეშურდებოდა, სახალისო კი ის იყო, რომ იგივე გააკეთა მესიმ, როცა აგუერო “სიტის” ფორმით გვესტუმრა, ისევ აედევნა, დაეწია, ბურთი უმარტივესად წაართვა და შეტევა დაიწყო, თითქოს თავის ადგილი მიუჩინა, თითქოს ამით დამცინავად შეახსენა – დრო იყო, როცა ვიღაც ექსპერტი ჩემს დონეზე გაყენებდაო..
აი ასე, პუიოლი ჰყავს ნათრევი, მაგრამ მესის ძვრა ვერ უქნა, უცნაური ამბავია.
ასე რომ, მარადონას სიძე ჩვენიანი ხდება.
მისი შვილი რომ მესის ნათლულია, ეს ამბავიც ცნობილია.
ბოლობოლო 9 ნომერი ავტორიტეტს მაინც ეცმევა , თუ ტრავმებმა არგაამწარა დაიმახსოვრეთ ძალიან მაგარ დედეგს დადებს…
სუარესი რო აგუეროს სულ მინიმუმ 1თავით ჯობია დასაფიქრებელია ?
ტფუი სირცხვილი ამ სლე გუნდს როგორ ვერ მოვუგეთ ეხლაც ვერ მომინელებია,
ისე ნერვები მეშლება რო რავი გრანადას კამპ ნოუზე ვერ მოვუგეთ ბიჭოოოო🤬🤬🤬🤬😡😡😡😡😡😡😡😡😡
მესი რა შუაშია, მოითხოვა გინდა თუ არა მოიყვანეთო?
ერთი რუსული ფილმია ყველას ექნება ნანახი "джентлмени удачи", იქ ერთი ამბობს, "чуть што, сразу касой, касой". ამ ფილმის არ იყოს, ყველაფერი როგორ შეიძლება მესის დაბრალდეს. თუ გუნდმა წააგო მესია დამნაშავე, თუ მოიგო მესის არავინ ახსენებს. შენ ისეთი ბარსას ფანი ხარ როგორც მე ხეტაფესი, მაგრამ აქ ბევრს ეზიზღება მესი. ადამიანმა, რომლის მსგავსი კი არა, მიახლოებულიც არავის გაუკეთებია ბარსასთვის, ლანძღავენ უშვერი სიტყვებით. რომ არა მესი დღეს ბარსას მაქსიმუმ 2 ლიგა ექნებოდა და იქნებოდა საშუალო დონის გუნდი. უბრალოდ ტეხავს.
user-ი რომ შემოდიოდა აქ ნიკით " რაღაცნაირი " ხომ გახსოვთ აი ის ამ ვითომ ბარსელონას ფანებს ჯობდა ყველას ის ამბობდა მაინც რომ რეალის გულშემატკივარი იყო
სასტავს აგუერო ჭიჭვეიშვილი ჰგონია, ტყუილად წერა მგონი ამდენი ფეოლამ.