მიმდინარე სეზონში განცდილი ბევრი წარუმატებლობის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” მმართველ შტაბში რონალდ კუმანისადმი ნდობა ნელ-ნელა კლებულობს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტის კონტრაქტი ძალაში მომდევნო სეზონშიცაა, შესაძლოა, მან თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს.
ესპანური გამოცემა Sport იმ თავკაცების ვინაობას ასახელებს, ვინც სავარაუდოა, რომ მომდევნო სეზონიდან რონალდის ადგილს გადაიბარებს.
ჩავი ერნანდესი
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან, ჩავი “ბარსას” მწვრთნელად მოგვევლინება. ჟოან ლაპორტამ საარჩევნო კამპანიაში ადრე უკვე აღნიშნა, რომ ერნანდესის კლუბში ხილვა სურს, თუმცა მან ჯერ სარეზერვო გუნდი უნდა გაწვრთნას.
ჟორდი კრუიფი
ბოლო პერიოდში ჟორდის კანდიდატურის შესახებ ხშირად გაჟღერდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კრუიფს “შენჟენთან” ამჟამინდელი კონტაქტი დეკემბერში უმთავრდება. ის “ბარსას” სტრუქტურაში მოსვლის იდეას განიხილავს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს ის. ჟოან ლაპორტას ჟორდის ოჯახთან ახლო ურთიერთობა აქვს.
იურგენ კლოპი
იურგენს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ცუდი შედეგების ფონზე, შესაძლოა, მხარეების გზები გაიყოს. Sport-ის ცნობით, “ბლაუგრანას” გასახდელი ოთახი მის მოსვლას ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად მიიჩნევს.
გაბი მილიტო
ლაპორტას, ზოგადად, სიურპრიზები უყვარს – ეს მან ერთხელ პეპ გვარდიოლასთან დაკავშირებითაც დაამტკიცა. პეპმა მისი იმედები გაამართლა. ახლა, შესაძლოა, რომ პრეზიდენტმა ყოფილი ფეხბურთელის ფორმულა გაიმეოროს და გაბი მილიტო მოიყვანოს.
ტიერი ანრი
მილიტოს მოყვანის ფორმულაში ტიერი ანრიც ჯდება – ფრანგი სპეციალისტი ამჟამად გუნდის გარეშე იმყოფება. ის აქამდე ბელგიის ეროვნულ ნაკრებში რობერტო მარტინესის ასისტენტი იყო, შემდეგ კი სათავეში კანადურს “მონრეალსაც” ედგა.
გარსია პიმიენტა
გარსია ამჟამად “ბარსელონას” სარეზერვო გუნდს წვრთნის. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მზადაა, ძირითადი გუნდის თავკაცი გახდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარსიას ხელში “ბარსა ბ” შესანიშნავად გამოიყურება.
მარსელო გალიარდო
გასულ სეზონებში მარსელო კატალონიურ კლუბს ბევრჯერ დაუკავშირეს. ის ამჟამად “რივერ პლეიტს” თავკაცობს და მსოფლიო ფეხბურთის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორ მწვრთნელად ითვლება…
კლოპი ან პიმიენტა.
ყველაზე მაგარი ვარიანტი მაინც კლოპია