ვერმალენმა და მატიემ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ვერმალენმა და მატიემ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

"ბარსელონას" ბელგიელმა მცველმა, ტომას ვერმალენმა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ვერმალენი "ბარსელონაში" გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა, მაგრამ მას კატალონიელთა მაისურით ჯერ არ უთამაშია. ამის მიზეზი ტრავმაა. გუშინ, 29 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ეს ნიშნავს, რომ სათანადო ფორმაში შესვლის შემდეგ, ვერმალენის მოედანზე გამოჩენასაც უნდა ველოდოთ.

გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა "ბარსას" კიდევ ერთმა მცველმა, ჟერემი მატიემ, რომელმაც ტრავმა "სელტასთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო.

ანდრეს ინიესტა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს განაგრძობს, ხოლო მარტინ მონტოიამ ავადმყოფობის გამო ვერ ივარჯიშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.