როისის მსურველებს შორის "ბარსელონაცაა"

როისის მსურველებს შორის "ბარსელონაცაა"

"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი, სხვა ევროპულ გრანდებთან ერთად, კატალონიის "ბარსელონას" ინტერესის სფეროშიცაა მოქცეული.

როისს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, მაგრამ 2015 წლის ზაფხულში მისი გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო იქნება. ეს ნიშნავს, რომ 25 წლის ფეხბურთელზე ნადირობა გამოცხადდება.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, გერმანელი შემტევის დამატების სურვილს "ბარსელონა", "რეალი", "ჩელსი" და "ბაიერნი" გამოთქვამენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.