workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნაჩო: “მტკივნეულია, რომ “რეალი” ცხრილში “ბარსელონასგან” ასე შორსაა”

ნაჩო: “მტკივნეულია, რომ “რეალი” ცხრილში “ბარსელონასგან” ასე შორსაა”

“სამეფო კლუბის” 26 წლის მცველი მომავალ “ელ კლასიკოსთან” დაკავშირებით საუბრობს.

“ზიდანის მოსვლის შემდეგ მადრიდის “რეალი” ბევრად უკეთ თამაშობს. ის ჩვენთან საკმაოდ ხშირად საუბრობს. სეზონის შეფასებაზე საუბარი ჯერ ადრეა”, – ამბობს ნაჩო ფერნანდესი.

მოგეხსენებათ, 2 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, “ნოუ კამპზე”, ერთმანეთს “ბარსელონა” და “რეალი” დაუპირისპირდებიან.

“მტკივნეულია ლა ლიგის ცხრილში, “ბარსელონასთან” შედარებით, “რეალის” ასე შორს ნახვა. სულ მალე “ელ კლასიკო” გაიმართება, ჩვენ კი ამ მატჩში გამარჯვება გვსურს. სასიამოვნო იქნება “ბლაუგრანას” მათსავე სტადიონზე დამარცხება”, – განაცხადა ნაჩომ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward