workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვეს შოუ: ბრაზილიელი სკამზე უბრალოდ ვერ ისვენებს

დანი ალვეს შოუ: ბრაზილიელი სკამზე უბრალოდ ვერ ისვენებს

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში, სადაც “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ხეტაფეს” მასპინძლობდა, დანიელ ალვესი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რაც სათადარიგოთა სკამზე მჯდომთა გამხიარულების მიზეზი გახდა.

მოგეხსენებათ, მომდევნო კვირას “ბარსას” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ელის, რის გამოც გასულ ტურში ლუის ენრიკემ რამდენიმე ფეხბურთელისთვის დასვენების საშუალების მიცემა გადაწყვიტა. თუმცა, დანი ალვესი მთელი თამაშის განმავლობაში ერთი წუთითაც არ გაჩერებულა.

La Sexta’s-ს სატელევიზიო კამერებმა მატჩის მიმდინარეობისას 32 წლის მცველის არაერთი ქმედება დააფიქსირა. ის პატარა ბავშვის ამპლუაში იმყოფებოდა. მის კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდები იყო.

ალვესი ენერგიით სავსედ გამოიყურებოდა. მთელი თამაში მან თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის წვალებაში გაატარა. დგებოდა, ჯდებოდა, ისევ დგებოდა, ყვიროდა, ხუმრობდა, ხალხს ურტყამდა და ა.შ.

“ბარსას” მეკარეების მწვრთნელი ხოსე რამონ დე ლა ფუენტე ალვესის ხუმრობების მთავარი ადრესატი იყო. მისი მელოტი თავი ბრაზილიელს მუდმივი გართობის საშუალებას აძლევდა. დანიმ თავისი კრეატიულობა ჩართო და დე ლა ფუენტეს რამდენჯერმე გაეხუმრა.

აღსანიშნავია, რომ ალვესის ქმედებები გადამდები აღმონჩდა. მან ლუის სუარესიც აიყოლია.

ვიდეოში, შეგიძლიათ, თავად ნახოთ ყველაფერი:

[media=https://www.youtube.com/watch?v=aFipcR5LP3Y]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (56)

  • sophie
    schedule 15 მარ 2016, 23:34
    #56

    ცანცარა 😀 flag dance2

  • the king is messi
    schedule 14 მარ 2016, 22:42
    #55

    შტეგენმა გაატარა..დავანბებ გლეხიაო.ქურდულს აწვება ეგ ჩემისა ეგა 😀 😀

  • Wildcats
    schedule 14 მარ 2016, 21:43
    #54

    Cancara 🙂 🙂

  • Reali mgelia
    schedule 14 მარ 2016, 21:19
    #53

    მეზიზღება ალვეში

  • ney11mes10
    schedule 14 მარ 2016, 19:20
    #52

    mousvenari wink wink a tipii

  • archili31
    schedule 14 მარ 2016, 19:16
    #51

    რა ძმააა იმენა rofl

  • Donandres8
    schedule 14 მარ 2016, 19:09
    #50

    ჩემი რამაგარი იყო მატიე და ტერშტეგენი lool lool lool

  • cinto99
    schedule 14 მარ 2016, 17:38
    #48

    იმ თავ ტვლიფინა კაცს რას გადაეკიდა 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀

  • N.J 11
    schedule 14 მარ 2016, 15:26
    #47

    თავი წააგლიჯა :D:D:D:D: yvelas

  • Basic
    schedule 14 მარ 2016, 15:17
    #46

    ერთი რეტიანი ხო უნდა აბა გუნდს…

    ერთი რეტიანი ხო უნდა გუნდს აბა…
    მარა კაი კაცია დანი

  • N.J 11
    schedule 14 მარ 2016, 15:13
    #45

    აუ ეს და ნეიმარი მაგარი არასერუოზულები არიან

  • ika antimadridista
    schedule 14 მარ 2016, 09:17
    #44

    შტენგენმა ამას შიგ აქვსო D: დანი მაგარი კაცია

  • BarcaBatumi
    schedule 14 მარ 2016, 05:09
    #43

    ციტატა: jorjone444
    სულელია!!!უნდა რო ყურადღების ცენტრში იყოს და ამის გამო თავს დებილის პოზაში იყენებს.ცუდად დაამთავებს ეს ბიჭი.


    დანის ყურადღების მიქცევა და პოპულარობა არ აკლია და ვიტყოდი, რომ 21-ე საუკუნის საუკეთესო მარჯვენა მცველია…

  • mesi_10
    schedule 14 მარ 2016, 00:38
    #42

    ჩვენი ცანცარა wink

  • leo13
    schedule 14 მარ 2016, 00:34
    #41

    შტეგენამ შენ შიგ ხომ არ არისო wink დანი მაგარი მხიარული ტიპია მარა მაგნაირ ტიპებზე მეც ეგეთი რეაქცია მაქ ხოლმე როგორც შტეგენს უკვე მართლა ტვინს რო ტყ… ისე გერმანელი და ბრაზილიელი ხასიათებში ძან სხვადასხვა თემაა. მატიემ მაგარი იჩალიჩა rofl