workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრიზმანი: “ბარსელონას” შეცდომას უნდა დაველოდოთ”

გრიზმანი: “ბარსელონას” შეცდომას უნდა დაველოდოთ”

“ატლეტიკოს” ფრანგი ფეხბურთელი მადრიდულ დერბიში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე ტურში “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოს” უმასპინძლა და ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

“ამ მოგების შემდეგ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. გასამარჯვებლად ყველაფერი გავაკეთეთ. როგორია “სანტიაგო ბერნაბეუზე” გატანა? ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ”, – ამბობს ანტუან გრიზმანი.

“ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. ვნახოთ, რა იქნება. უნდა მოვიგოთ და “ბარსელონას” შეცდომას დაველოდოთ”, – განაცხადა ფრანგმა შემტევმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward