workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამინ იამალი დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

ლამინ იამალი დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

“ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი ლა ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გასულ თვეში 18 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში 4 თამაში ჩაატარა, ოთხივე მოიგო და გაიტანა 2 გოლი.

იამალი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა. 2018 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც “ბარსელონას” ერთი ფეხბურთელი ამ ჯილდოს ზედიზედ 2-ჯერ დაესაკუთრა. 8 წლის წინ ეს მოთამაშე, რა თქმა უნდა, ლეო მესი იყო.

ლამინი თვის საუკეთესო ფეხბურთელად სულ სამჯერაა დასახელებული. ამ მაჩვენებლით ის კრიშტიანუ რონალდუს, ჯუდ ბელინგემს, რობერტ ლევანდოვსკის, ვინისიუსსა და კილიან მბაპეს გაუთანაბრდა.

ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 2013 წლიდან გადაეცემათ. 8-8 ჯილდოთი რეკორდსმენები ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი არიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 11 იან 2026, 15:13
    #4

    ნუ ეს რო შარშანდელის აჩრდილია ფაქტია.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 10 იან 2026, 20:09
    #3

    მოსამატებელი აქვს ჯერ მაინც

  • Rick Sanchez
    schedule 10 იან 2026, 20:03
    #2

    განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია დეკემბერში არადა.

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 10 იან 2026, 13:44
    #1

    გილოცავ ლამინ